1. მონაწილე სახელმწიფოები მოილაპარაკებენ, რომ შეღავათები და სპეციალური უფლებები, რომლებიც ამ კონვენციით ეძლევათ ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებს მათი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, გამოირიცხება მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმის მოქმედებიდან. ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოს, რომელიც არ არის ამ კონვენციის წევრი, შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია იმ შეღავათებსა და სპეციალურ უფლებებზე, რომლებიც მინიჭებული აქვთ ზღვაზე გასავლელის არმქონე სახელმწიფოებს წინამდებარე კონვენციით. მხოლოდ მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმის შესახებ იმ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დადებულია ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოსა და მონაწილე სახელმწიფოს შორის, რომელიც გასცემს შეღავათებსა და სპეციალურ უფლებებს.
2. თუ მონაწილე სახელმწიფო ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოს ანიჭებს ისეთ შეღავათებსა და სპეციალურ უფლებებს, რომლებიც აღემატება წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულს, მაშინ ამგვარი შეღავათები და სპეციალური უფლებები მიეცემა ზღვაზე გასასვლელის არმქონე მხოლოდ ამ სახელმწიფოს იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც უარი ამგვარ შეღავათებსა და სპეციალურ უფლებებზე ეწინააღმდეგება მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმს, გამომდინარეს ხელშეკრულებიდან ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოსა და შეღავათებისა და სპეციალური უფლებების დამწესებელ მონაწილე სახელმწიფოს შორი