1. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წამოიჭრას ამ კონვენციის დებულებების ინტერპრეტაციასთან და მათ მიღებასთან დაკავშირებით და, რომელიც ვერ გადაიჭრება მოლაპარაკებით ან სხვა სამშვიდობო საშუალებებით ცხრა თვის განმავლობაში, ნებისმიერი მხარის მოთხოვნით უნდა მოწესრიგდეს არბიტრაჟის გზით. საარბიტრაჟო კომისია უნდა შედგებოდეს სამი წევრისაგან. თითოეულმა მხარემ უნდა დანიშნოს თითო წევრი, მაშინ როდესაც, მესამე წევრი – თავმჯდომარე, უნდა აირჩიონ მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. თუ მხარეები ვერ მოილაპარაკებენ მესამე წევრის არჩევის თაობაზე სამი თვის განმავლობაში, მესამე წევრს დანიშნავს საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარე, თუ ერთ-ერთი მხარე ვერ შეძლებს დანიშნოს წევრი სამი თვის განმავლობაში, საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარე შეავსებს ამ ვაკანსიას ან ვაკანსიებს.
2. საარბიტრაჟო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს ხმების უბრალო უმრავლესობით და მისი გადაწყვეტილებები სავალდებულოა შესასრულებლად დაინტერესებულ მხარეთა მიერ.
3. წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესაბამისად დავის გადაჭრაში მონაწილე საარბიტრაჟო კომისია და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, გაეროს გენერალური მდივნის საშუალებით აცნობებენ დაინტერესებულ მხარეებს დავის წამოჭრისა და საგნის შესახებ, აგრეთვე მისი გადაჭრის გზების შესახე