(a) ნებისმიერი მოსარჩელე, რომელიც მოითხოვს იურიდიული დავის გადაჭრას არბიტრაჟის გზით, უნდა უზრუნველყოს ყველა მოპასუხისათვის და აღმასრულებელი ორგანოსათვის დოკუმენტები, სადაც შევა:
(1) განცხადება, არბიტრაჟზე გამოტანილი დავის სრული აღწერით, მიზეზები, რის გამო შეიტანება სარჩელი მოპასუხის წინააღმდეგ და მოსარჩელის მოთხოვნები;
(2) დოკუმენტი, სადაც აღწერილია, თუ რატომ წამოიჭრა ეს დავა, რომელიც ამ დანართის შესაბამისად უნდა იყოს გადაცემული საარბიტრაჟო სასამართლოში, და რატომ ფიქრობს მოსარჩელე, რომ ის მოთხოვნა, რომელსაც იგი უყენებს მოპასუხეს, შეიძლება იყოს დაკმაყოფილებული საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ;
(3) დოკუმენტი, რომელიც ახსნის, რატომ არ შეუძლია მოსარჩელეს გადაჭრას ეს დავა სათანადო დროში მორიგებით ან სხვა რაიმე საშუალებით, რომელიც მოითხოვს უფრო მოკლე დროს;
(4) იმ შემთხვევაში, თუ ამ შეთანხმების XVIII მუხლის და საექსპლუატაციო ხელშეკრულების მე-20 მუხლის შესაბამისად წარმოიშვა დავა, რომლის ამ დანართის შესაბამისად არბიტრაჟში გადაცემის მიზეზად გახდა შეთანხმება მოდავეთა შორის, ამ შეთანხმების დამამტკიცებელი საბუთები; და
(5) იმ პიროვნების გვარი, რომელსაც მოსარჩელე ნიშნავს არბიტრაჟის წევრის ფუნქციის შესასრულებლად.
(b) აღმასრულებელმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს შეთანხმების მონაწილეებს და ხელისმომწერებსა და ნაფიც მსაჯულთა თავმჯდომარეს ამ მუხლის (a) პარაგრაფის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები.
მუხლი 4
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სატელიტურ ორგანიზაცია „ინტელსატ“-თან დაკავშირებული ხელშეკრულება ექსპლუატაციის შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სატელიტურ ორგანიზაცია „ინტელსატ“-თან დაკავშირებული ხელშეკრულება ექსპლუატაციის შესახებ“, მუხლი 4. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1190937/muxli-4-2/