(a) თუ ვაკანსია შეიქმნა საარბიტრაჟო სასამართლოში იმის გამო, რომ სასამართლოს პრეზიდენტმა ან დანარჩენმა წევრებმა გადაწყვიტეს მოდავეთა კონტროლის ქვეშიდან გამოსვლა, ან სასამართლოს პროცესის არასწორის წაყვანა, ვაკანსია შეიძლება იყოს შევსებული შემდეგი დებულებების შესაბამისად:
(1) თუ ვაკანსიის მიზეზს წარმოადგენს ერთ-ერთი მხარის მიერ დანიშნული სასამართლოს წევრის გაწვევა, მაშინ ეს მხარე შეარჩევს მონაცვლეს ვაკანსიის შექმნის შემდეგ ათი დღის განმავლობაში;
(2) თუ ვაკანსიის მიზეზს წარმოადგენს თავმჯდომარის მიერ დანიშნული სასამართლოს პრეზიდენტის ან სხვა წევრის გაწვევა, მაშინ მონაცვლე უნდა იყოს არჩეული ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობიდან, ამ დანართის მე-5 მუხლის შესაბამისად (ც) ან (ბ) პარაგრაფით განმარტებული გზით.
(b) თუ ვაკანსია შეიქმნა საარბიტრაჟო სასამრთლოს რაიმე მიზეზის გამო, რომელიც განსხვავდება ამ მუხლის (ა) პარაგრაფში აღწერილი მიზეზებისაგან, ან თუ ვაკანსია, შექმნილი აღნიშნული პარაგრაფის მიზეზით არ იყო შევსებული, მაშინ ტრიბუნალში დარჩენილებს აქვთ უფლება, ამ დანართის მე-2 მუხლის დებულებების მიუხედავად, ერთ-ერთი მხარის თხოვნის შესაბამისად, გააგრძელონ სასამართლო პროცესი და გამოიტანონ საბოლოო გადაწყვეტილება.
მუხლი 6
მთავარი მონაცემები
- ვადა ათი დღის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სატელიტურ ორგანიზაცია „ინტელსატ“-თან დაკავშირებული ხელშეკრულება ექსპლუატაციის შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სატელიტურ ორგანიზაცია „ინტელსატ“-თან დაკავშირებული ხელშეკრულება ექსპლუატაციის შესახებ“, მუხლი 6. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1190937/muxli-6-2/