1. მერიის საჯარო მოხელის ვაკანსია გახსნილად მიიჩნევა:
ა) მერიის საშტატო ნუსხაში ახალი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დამტკიცების მომდევნო დღიდან;
ბ) მერიის საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან, თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა შტატის შემცირების საფუძველზე;
2. ვაკანსიის შევსებამდე შტატით გათვალისწინებული თანამდებობრივი მოვალეობის შესრულება მერის ბრძანების შესაბამისად დაეკისრება:
ა) მერის პირველი მოადგილის ვაკანსიის შემთხვევაში –
მერის ერთ-ერთ მოადგილეს, ხოლო თუ მერის მოადგილის თანამდებობაც ვაკანტურია –

გამგეობის ერთ-ერთი სამსახურის უფროსს;
ბ) სამსახურის უფროსის ვაკანსიის შემთხვევაში –

სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში –

სამსახურის ერთ-ერთ საჯარო მოხელეს;
გ) სამსახურის საჯარო მოხელის თანამდებობის ვაკანსიის შემთხვევაში –

სამსახურის უფროსის წარდგინებით ამ სამსახურის ერთ-ერთ მოხელე