1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა; მერის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაცია; მერიის საქმისწარმოების, სამართლებრივი, საკადრო საკითხთა, აგრეთვე მერიის სამეურნეო-ტექნიკური უზრუნველყოფა.
2. შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდა.
3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საბუღალტრო მომსახურებას; ადგილობრივი შესყიდვების ორგანიზებასა და განხორციელებას, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას, შესყიდვების პროცედურების კანონიერების დაცვით; ადგილობრივი მოსაკრებლების გადამხდელთა ბაზის შექმნას და მათ მიერ შესასრულებელი ან/და შესრულებული ვალდებულებების პერიოდულ ანალიზს; ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას.
4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის ძირითადი ფუნქციებია: ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე; ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება; მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება; მუნიციპალიტეტის ქონების მართვა; სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურის წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა; ბუნებრივი რესურსების სარგებლობისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში გარემოს დაცვისა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას შესაბამისი სახელმწიფო სტუქრურებისათვის დახმარერბის აღმოჩენა და მათთან ურთიერთ თანამშრომლობა, კანონდარღვევბის თავიდან აცილების მიზნით; სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552 და 1522 მუხლების საფუძველზე.
5. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, სამშენებლო ზედამხედველობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნას, ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას; მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას; მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას.
6. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელება; წინადადებების შემუშავება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათ თავშესაფრით უზრუნველყოფა.
7. განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; წინადადებების შემუშავებას სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის სფეროში; წინადადებების შემუშავებას მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვის სფეროში; წინადადებების შემუშავებას მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვის სფეროში.
8. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.
9. სამხედრო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.
10. მერიის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.
თავი IV
მერიის საჯარო მოსამსახურეე
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.01.2026
მუხლი 12. მერიის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
თავი III — მერიის სტრუქტურა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. მერიის თანამდებობის პირები
- მუხლი 7. მუნიციპალიტეტის მერი
- მუხლი 8. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე
- მუხლი 9. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
- მუხლი 10. მერიის სტრუქტურა
- მუხლი 11. მერიის სამსახური
- მუხლი 13. სამსახურის განყოფილების უფროსი
- მუხლი 14. მერის წარმომადგენელი
- მუხლი 15. მერიის საჯარო მოხელე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი
- მუხლი 16. მერიის საჯარო მოხელის ზოგადი უფლება-მოვალეობები
- მუხლი 17. მერიის საჯარო მოხელის თანამდებობრივი ინსტრუქცია და საკვალიფიკაციო მოთხოვნა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 12, №29, 04.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016248 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3874418/muxli-12/