1. მერის წარმომადგენელს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. მერის წარმომადგენელი ინიშნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
3. მერის წარმომადგენელი:
ა) აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა მიმდინარეობის შესახებ;
ბ) მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
გ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს მერიასთან;
დ) უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებულობას ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შესახებ;
ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მონაწილეობას ადმინისტრაციულ ერთეულში დასაგეგმი მუნიციპალური პროგრამების, პროექტების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემუშავებაში;
ვ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს, საჯარო განხილვებზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციასა და წარდგენას მრიაში;
ზ) უზრუნველყოფს მოქალაქეებზე საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გაცემას;
თ) უზრუნველყოფს მერიის თანამდებობის პირების მიერ მოსახლეობის წინაშე ანგარიშგების მიზნით ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას;
ი) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მერის დავალებით.
4. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშ
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.01.2026
მუხლი 14. მერის წარმომადგენელი
თავი IV — მერიის საჯარო მოსამსახურეები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე
- მუხლი 9. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
- მუხლი 10. მერიის სტრუქტურა
- მუხლი 11. მერიის სამსახური
- მუხლი 12. მერიის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
- მუხლი 13. სამსახურის განყოფილების უფროსი
- მუხლი 15. მერიის საჯარო მოხელე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი
- მუხლი 16. მერიის საჯარო მოხელის ზოგადი უფლება-მოვალეობები
- მუხლი 17. მერიის საჯარო მოხელის თანამდებობრივი ინსტრუქცია და საკვალიფიკაციო მოთხოვნა
- მუხლი 18. მერიაში ვაკანსიის გახსნა
- მუხლი 19. მერიის საჯარო მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის ზოგადი წესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 14, №29, 04.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016248 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3874418/muxli-14/