1. მერიის საჯარო მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად ამ დებულებით და საჯარო მოხელის სამუშაოთა აღწერილობით.
2. მერიის საჯარო მოხელეს უფლება აქვს:
ა) ისარგებლოს შესაბამისი სამუშაო პირობებით, მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის თანამდებობის პირებისგან, სტრუქტურული ერთეულებისგან, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;
ე) მოითხოვოს სამსახურებრივი მოკვლევა;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობისათვის შვებულებით;
ზ) მოითხოვოს მის მიერ შესრულებული სამუშაოს ობიექტური შეფასება;
თ) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს;
ი) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის თანამდებობრივ ინსტრუქციას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
კ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი დანამატი, საკლასო დანამატი და ფულადი ჯილდო;
ლ) მოითხოვოს სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურება;
მ) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 24 სამუშაო დღის ოდენობით;
ნ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
2. მერიის საჯარო მოხელე მოვალეა:
ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) შეასრულოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;
გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე;
დ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი;
ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;
ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;
ზ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;
თ) გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება;
ი) საჯარო სამსახურის მიზნებიდან გამომდინარე, განავითაროს საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები საჯარო სამსახურის მიერ შეთავაზებულ მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობით;
კ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობებ
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.01.2026
მუხლი 16. მერიის საჯარო მოხელის ზოგადი უფლება-მოვალეობები
თავი IV — მერიის საჯარო მოსამსახურეები
მთავარი მონაცემები
- ვადა 24 სამუშაო დღის ოდენობით
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. მერიის სტრუქტურა
- მუხლი 11. მერიის სამსახური
- მუხლი 12. მერიის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
- მუხლი 13. სამსახურის განყოფილების უფროსი
- მუხლი 14. მერის წარმომადგენელი
- მუხლი 15. მერიის საჯარო მოხელე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი
- მუხლი 17. მერიის საჯარო მოხელის თანამდებობრივი ინსტრუქცია და საკვალიფიკაციო მოთხოვნა
- მუხლი 18. მერიაში ვაკანსიის გახსნა
- მუხლი 19. მერიის საჯარო მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის ზოგადი წესი
- მუხლი 20. მერიის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა უკონკურსოდ
- მუხლი 22. მერიის საჯარო მოხელის კარიერული განვითარება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 16, №29, 04.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016248 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3874418/muxli-16/