1. მერის პირველ მოადგილეს და მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. მერის პირველი მოადგილე ასრულებს მერის მოვალეობებს მერის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას.
2. მერის პირველი მოადგილე/მოადგილე ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს (ხელმძღვანელობენ) მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს (უწევენ) და აკონტროლებს (აკონტროლებენ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
3. მერის პირველი მოადგილე/მოადგილე ანგარიშვალდებულნი არიან მერის წინაშე.
4. მერის პირველ მოადგილეს და მოადგილეს ამ დებულებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
5. მერის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს საფინანსო, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურის სფეროებს, ხოლო მერის მოადგილე, სოციალურ, განათლების და კულტურის სფეროებ
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.01.2026
მუხლი 8. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე
თავი II — მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო
- მუხლი 3. მერიის საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები
- მუხლი 6. მერიის თანამდებობის პირები
- მუხლი 7. მუნიციპალიტეტის მერი
- მუხლი 9. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
- მუხლი 10. მერიის სტრუქტურა
- მუხლი 11. მერიის სამსახური
- მუხლი 12. მერიის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
- მუხლი 13. სამსახურის განყოფილების უფროსი
- მუხლი 14. მერის წარმომადგენელი
- მუხლი 15. მერიის საჯარო მოხელე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 8, №29, 04.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016248 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3874418/muxli-8/