(b) სასამართლო პროცესი შეიძლება ჩატარდეს დახურულად, მაშინ მასთან დაკავშირებული ყველა მასალა უნდა იყოს კონფიდენციალური, ეს არ ეხება მხოლოდ ინტელსატს და იმ შეთანხმების მონაწილეებს, ვისიც დანიშნული ხელმომწერი ან იმ ხელისმომწერებს, რომლებიც იყვნენ დანიშნულნი იმ შეთანხმების მონაწილეებით, რომლებიც წარმოადგენენ ამ პროცესში მონაწილე მოდავეებს, რომლებსაც გააჩნია პროცესზე დასწრების და პროცესთან დაკავშირებულ მასალებთან მიდგომის უფლება. თუ ინტელსატი წარმოადგენს სასამართლო პროცესში მონაწილე მოდავეს, ყველა შეთანხმების მონაწილეს, და ყველა ხელისმომწერს, რომლებსაც გააჩნია პროცესზე დასწრების და პროცესთან დაკავშირებულ მასალებთან მიდგომის უფლება.
(c) იმ შემთხვევაში, თუ წარმოიშვა დავა საარბიტრაჟო სასამართლოს კომპეტენტურობის შესახებ, სასამართლომ პირველ რიგში უნდა განიხილოს ეს დავა და მიიღოს გადაწყვეტილება რაც შეიძლება უფრო ჩქარა.
(d) სასამართლო წარმოება უნდა მიმდინარეობდეს წერილობითი სახით და თითოეულ მხარეს უნდა ჰქონდეს უფლება წერილობითი ფორმით წარადგინოს სასამართლოში მოწმის ჩვენებები, რომლებიც უჭერენ მხარს მის მიერ განცხადებულ ფაქტებს და უპირატესობებს. მაგრამ, თუ საარბიტრაჟო სასამართლო ჩათვლის საჭიროდ, შეიძლება იყოს გამოთქმული აგრეთვე ზეპირი არგუმენტაციები და ჩვენებები.
(e) სასამართლო წარმოება უნდა დაიწყოს მოსარჩლის ვერსიის პრეზენტაციით, სადაც შევა მოსარჩლის არგუმენტები და მათთან დაკავშირებული ფაქტები და მოწმეების ჩვენებები და კანონიერი პრინციპების ფარგლებში პრეტენზიების დაკმაყოფილების საშუალებები. მოსარჩლის ვერსიას უნდა მოჰყვებოდეს მოპასუხის საწინააღმდეგო ვერსია. მოსარჩლეს შეუძლია წარმოადგინოს თავისი პასუხი მოპასუხის საწინააღმდეგო ვერსიაზე. დამატებით შეჯიბრებით ქაღალდებს საარბიტრაჟო სასამართლოში წარმოადგენენ მხოლოდ მაშინ, თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მათი აუცილებლობის შესახებ.
(f) საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია მოისმინოს საწინააღმდეგო სარჩელი, რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს დავის საგნიდან და გააკეთოს სათანადო გადაწყვეტილებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ისე, როგორც ეს განსაზღვრულია ამ შეთანხმების XVIII მუხლით დ ასევე საექპლუატაციო ხელშეკრულების მე-20 მუხლით და დანართით.
(g) თუ სასამართლო პროცესის მსვლელობაში მოდავენი მივლენ შეთანხმებამდე, ეს შეთანხმება უნდა იყოს ჩაწერილი მოდავეთა შეთანხმების საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების ფორმით.
(h) ნებისმიერ დროს სასამართლო პროცესის მსვლელობაში, საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია შეწყვიტოს სასამართლოს წარმოება, თუ მან გადაწყვიტა, რომ დავა არ შედის მის კომპეტენციის სფეროში ისე, როგორც ეს განსაზღვრულია ამ შეთანხმების XVIII მუხლით და ასევე საექსპლუატაციო ხელშეკრულების მე-20 მუხლით და დანართით.
(i) საარბიტრაჟო სასამართლოს განხილვები უნდა იყოს საიდუმლო.
(j) საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს წარმოდგენილი წერილობითი ფორმით და მას უნდა დაემატოს წერილობითი დასკვნა (მოტივირება). ამ გადაწყვეტილებას უნდა დაუჭიროს მხარი სულ ცოტა ორმა წევრმა. იმ წევრს, რომელსაც გააჩნია სხვა აზრი, შეუძლია წარმოადგინოს თავისი აზრი, გამოხატული წერილობითი ფორმით, ცალკე.
(k) საარბიტრაჟო სასამართლო უგზავნის თავის გადაწყვეტილებას აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც ავრცელებს მას შეთანხმების მონაწილეთა და ხელმომწერთა შორის.
(l) საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია მიიღოს პროცედურის დამატებითი წესები, რომლებიც შეთავსებადია ამ დანართის წესებთან და აუცილებელია სასამრთლოწარმოებისათვის
მუხლი 7. (a) საარბიტრაჟო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას სხდომების ჩატარების ვადებისა და ადგილის შესახებ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 23. ძალაში შესვლა
- მუხლი 24. დეპოზიტარი
- მუხლი 3. (a) შეთანხმების მონაწილეთა ასამბლეის პირველი და ყველა მომდევნო რიგითი კრების დაწყებამდე, არაუგვიანეს ვიდრე, სამოცი დღით ადრე, თითოეულ შეთანხმების მონაწილეს შეუძლია წარადგინოს აღმასრულებელ ორგანოში ორი
- მუხლი 4. (a) ნებისმიერი მოსარჩელე, რომელიც მოითხოვს იურიდიული დავის გადაჭრას არბიტრაჟის გზით, უნდა უზრუნველყოს ყველა მოპასუხისათვის და აღმასრულებელი ორგანოსათვის დოკუმენტები, სადაც შევა:
- მუხლი 5. (a) მოპასუხის მიერ ამ დანართის მე-4 მუხლის (a) პარაგრაფით განმარტებული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ სამოცი დღის განმავლობაში, მოპასუხე მხარეებმა უნდა დანიშნონ პიროვნება, არბიტრაჟის წევრის ფუნქც
- მუხლი 6. (a) თუ ვაკანსია შეიქმნა საარბიტრაჟო სასამართლოში იმის გამო, რომ სასამართლოს პრეზიდენტმა ან დანარჩენმა წევრებმა გადაწყვიტეს მოდავეთა კონტროლის ქვეშიდან გამოსვლა, ან სასამართლოს პროცესის არასწორის წაყვა
- მუხლი 8. თუ ერთმა მხარემ ვერ წარმოადგინა თავისი ვერსია, მეორე მხარეს შეუძლია მოითხოვოს საარბიტრაჟო სასამართლოსაგან გადაწყვეტილების გამოტანა თავის სასარგებლოდ. სასამართლო, სანამ გამოიტანს თავის გადაწყვეტილებას,
- მუხლი 9. (a) ნებისმიერი შეთანხმების მონაწილეს, რომლის დანიშნული ხელმისმომწერი გამოდის მოდავის სახით სასამართლო საქმეში, აქვს უფლება ჩაერთოს დავაში და გახდეს დამატებით მოდავედ სასამართლო საქმეში. დავაში ჩარევა
- მუხლი 11. თითოეულმა შეთანხმების მონაწილემ, ხელისმომწერმა ან ინტელსატმა უნდა მიაწოდოს საარბიტრაჟო სასამართლოს ნებისმიერი ის ინფორმაცია, რომელსაც მოითხოვს იგი, იმ მიზეზით, რომ ინფორმაცია საჭიროა დავის გარჩევის და
- მუხლი 13. (a) საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს დაფუძნებული:
- მუხლი 13. თუ საქმესთან დაკავშირებული განსაკუთრებული გარემოებებიდან გამომდინარე, საარბიტრაჟო სასამართლო არ განმარტავს სხვანაირად, არბიტრაჟთან დაკავშირებული ხარჯები, სასამართლოს წევრთა ანაზღაურების ჩათვლით, განაწ
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სატელიტურ ორგანიზაცია „ინტელსატ“-თან დაკავშირებული ხელშეკრულება ექსპლუატაციის შესახებ“, მუხლი 7. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1190937/muxli-7-2/