(b) იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მხარეებმა ვერ გააკეთეს დროულად ზემოთ მითითებული დანიშვნა, ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის თავმჯდომარემ უნდა გააკეთოს ეს დანიშვნა იმ სპეციალისტებიდან, რომელთა გვარები იყო წარდგენილი აღმასრულებელ ორგანოში ამ დანართის მე-3 მუხლის (a) პარაგრაფის შესაბამისად.
(c) არბიტრაჟის ორივე წევრის დანიშვნის დღიდან ოცდაათი დღის განმავლობაში, ისინი შეიძლება დათანხმდნენ მესამე პიროვნებაზე, რომელიც იქნება არჩეული ამ დანართის მე-3 მუხლის შესაბამისად ფორმირებული ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობიდან და რომელიც შეასრულებს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის ფუნქციებს. თუ ზემოთ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში შეთანხმება არ იქნება მიღწეული, არბიტრაჟის ერთ-ერთმა დანიშნულმა წევრმა შეიძლება შეატყობინოს ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის თავმჯდომარეს, რომელმაც ათი დღის განმავლობაში უნდა დანიშნოს ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის ერთ-ერთი წევრი, თავისი თავის გარდა, საარბიტრაჟოს სასამართლოს პრეზიდენტის ფუნქციების შესასრულებლად.
(d) საარბიტრაჟო სასამართლოს შემადგენლობის ფორმირება ამით იქნება დასრულებული