(ა) ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა წარმოადგენს ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების დეპოზიტარს, რომლის ინგლისური, ფრანგული და ესპანური ვერსიები თანაბარი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებია. ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულება, მასთან ერთად ცვლილებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებები, შეთანხმების XVI მუხლის (ვ) პუნქტის თანახმად ხელმომწერის შეცვლის და „ინტელსატ“-იდან გასვლის შესახებ შეტყობინებები შეინახება დეპოზიტარის არქივში.
(ბ) ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების დამოწმებულ ასლებს დეპოზიტარი გაუგზავნის ყველა ქვეყნის მთავრობას და დასახელებულ სატელეკომუნკაციო ორგანიზაციას, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულებაზე, და აგრეთვე გაუგზავნის საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებას. დეპოზიტარი მთავრობებს, დასახელებულ სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციებს და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებას აცნობებს ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლის და XX მუხლის (ა) პუნქტით გათვალისწინებულ 60-დღიანი პერიოდის დაწყების შესახებ. დეპოზიტარი მათ შეტყობინებას გაუგზავნის ცვლილებებისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების ძალაში შესვლის შესახებ. ცნობა 60-დღიანი პერიოდის დაწყების შესახებ გაიცემა ამ პერიოდის პირველსავე დღეს.
გ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 102 მუხლის თანახმად, ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლისას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში დეპოზიტარის მიერ მოხდება ხელშეკრულების რეგისტრაცია.
დასტურად ქვემოთ ხელმომწერნი, ხელს ვაწერთ წინამდებარე დოკუმენტს.
რეგისტრირებულია ათას ცხრაას სამოცდათერთმეტი წლის 20 აგვისტოს ვაშინგტონში.
დანართი.
გარდამავალი დებულებები
1) ხელმომწერთა ვალდებულებები
ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების თითოეული ხელმომწერი, რომელიც წარმოადგენდა, ან რომლის მიერ დასახელებული მხარე წარმოადგენდა დროებითი ხელშეკრულების მხარეს, გადაიხდის ან უფლებამოსილი იქნება მიიღოს ნებისმიერი თანხების ნეტო ოდენობა, რომელიც გადასახდელია შეთანხმების ძალაში შესვლის დღისათვის ასეთი მხარისათვის ან ასეთი მხარი მიერ, რომელიც მოქმედებს სპეციალური ხელშეკრულების ხელმომწერის უფლებამოსილებით ან რომელიც გადასახდელია სპეციალური ხელშეკრულების დანიშნული ხელმომწერის მიერ ან ასეთი დანიშნული ხელმომწერისათვის.
2) მმართველთა საბჭოს დაფუძნება
(ა) შეთანხმების XX მუხლის (ა) პუნქტით გათვალისწინებული 60-დღიანი პერიოდის დაწყებიდან და შემდგომ თითო კვირის ინტერვალით ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად კომუნიკაციების სატელიტური კორპორაცია აცნობებს სპეციალური ხელშეკრულების ყველა ხელმომწერს, სახელმწიფოებს და სახელმწიფოს მიერ დასახელებულ სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციებს (რომელთათვისაც ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულება ძალაში შევა ან გამოყენებული იქნება შეთანხმების ძალაში შესვლის დღეს) თითოეული ასეთი სახელმწიფოს ან ტელესაკომუნიკაციო ორგანიზაციის სავარაუდო საწყისი საინვესტიციო წილის შესახებ - ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების დებულებათა შესახებ.
(ბ) ზემოთ ხსენებულ 60-დღიან პერიოდში, კომუნიკაციების სატელიტური კორპორაცია ჩაატარებს შესაბამის ადმინისტრაციულ სამზადისს მმართველთა საბჭოს პირველი სხდომის მოწვევის მიზნით.
გ) შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი დღის განმავლობაში კომუნიკაციების სატელიტური კორპორაცია, რომელიც მოქმედებს შეთანხმების (დ) დანართის 2 აბზაცის შესაბამისად, გაატარებს შემდეგ ღონისძიებებს:
(i) აცნობებს ყველა ხელმომწერს, რომელთათვისაც ეს შეთანხმება ძალაში შევიდა ან გამოყენებულ იქნა დროებით, ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლით განსაზღვრული მათი საწყისი საინვესტიციო წილის შესახებ.
(ii) აცნობებს ყველა ხელმომწერს მმართველთა საბჭოს პირველი სხდომისათვის ჩატარებული სამუშაოების შესახებ, რომელიც მოწვეულ იქნება შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
1) სადაო საკითხების გადაწყვეტა:
ნებისმიერი დავა, რომელიც შესაძლოა წამოიჭრას „ინტელსატ“-სა და კომუნიკაციების სატელიტურ კორპორაციას შორის ამ უკანასკნელის მიერ „ინტელსატ“-ისათვის გასაწევი ნებისმიერი სახის მომსახურებასთან დაკავშირებით (ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან შეთანხმების XII მუხლის (ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღამდე პერიოდის განმავლობაში), და რომლის მოწესრიგება ვერ მოხერხდება დავის მოწესრიგებისათვის გონივრულად განსაზღვრულ ვადაში, გადაეცემა საარბიტრაჟო სასამართლოს შეთანხმების (გ) დანართის პირობების შესაბამისად.
დანართი A.
გენერალური მდივნის ფუნქციები
ამ შეთანხმების XII მუხლის (b) პარაგრაფში ნახსენები გენერალური მდივნის ფუნქციები შემდეგია:
1) ინტელსატის ტრაფიკის დაგეგმვა და ამ მიზნით რეგიონალური პერიოდული შეხვედრების მოწყობა ტრაფიკის მიმართ მოთხოვნილებების შეფასებისათვის;
2) სტანდარტული მიწისზედა სადგურების მეშვეობით ინტელსატის კოსმოსური სეგმენტში შეღწევაზე განცხადებების მოწონება, სატანდარტული მიწისზედა სადგურების მეშვეობით შეღწევის თაობაზე განცხადებების შესახებ მმართველთა საბჭოში ანგარიშები წარდგენა, და არსებული მიწისზედა სადგურების სამუშაო გრაფიკების და დაგეგმილი მიწისზედა სადგურების მწყობრში შეყვანის თარიღების რეგისტრაციის წარმოება;
3) ხელისმომწერთა მიერ წარდგენილი ანგარიშების საფუძველზე, სხვა მიწისზედა სადგურების მფლობელთა და სამენეჯმენტო მომსახურების მოიჯარეთა და ასევე არსებული და დაგეგმილი მიწისზედა სადგურების ტექნიკური და ფუნქციონალური საწარმოო სიმძლავრეების და შეზღუდვების რეგისტრაციის წარმოება;
4) მომხმარებლებისათვის გამოყოფილი სიხშირეების რეგისტრაცია და ამ მონაცემების კლასიფიკაცია და მოწესრიგება ელექტროკავშირგაბმულობის საერთაშორისო კავშირში სიხშირეების შესახებ შეტყობინების მისაცემად;
5) მმართველთა საბჭოს მიერ მოწონებულ გეგმებზე დაყრდნობით, ფინანსური და საექსპლუატაციო ბიუჯეტების მომზადება და საშემოსავლო მოთხოვნების შეფასება;
6) მმართველთა საბჭოსათვის რეკომენდაციების მიცემა ინტელსატის კოსმოსური სეგმენტით სარგებლობის საფასურთან დაკავშირებით;
7) მმართველთა საბჭოსათვის რეკომენდაციების მიცემა საბუღალტრო პოლიტიკასთან დაკავშირებით;
8) საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება ისეთნაირად, რომ მართვის საბჭოს მოთხოვნების შესაბამისად შეიძლებოდეს აუდიტის ჩატარება, ყოველწლიური და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
9) ხელისმომწერთა საინვესტიციო წილების კალკულაცია, ხელისმომწერთათვის საგადასახადო ანგარიშების მომზადება კაპიტალში წილის შეტანის, და წვრილი მოიჯარეებისათვის, ინტელსატის კოსმოსური სეგმენტით სარგებლობის საფასურის გადახდის მიზნით, ინტელსატის სასარგებლოდ შეტანილი ნაღდი ფულის მიღება, შემოსავლის განაწილება და ინტელსატის სახელით ხელისმომწერებთან ნაღდი ფულით სხვა ანგარიშსწორებების შესრულება;
10) მმართველთა საბჭოს ინფორმირება იმ ხელისმომწერთა შესახებ, რომლებსაც არ აქვთ თავისი წილი კაპიტალში ან იმ წვრილი მოიჯარეების შესახებ, რომელბიც არ იხდიან ინტელსტის კოსმოსური სეგმენტით სარგებლობის საფასურს;
11) ინტელსატში აღმასრულებელი ორგანოს მიერ წარდგენილი შეძენასთან და კონტრაქტის შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურების (ინვოისების) დამტკიცება და გადახდა და სამენეჯმენტო მომსახურების მოიჯარისათვის იმ დანახარჯების ანაზღაურება, რომლებიც დაკავშირებულია ინტელსატის სახელით გაკეთებულ შეძენებთან და კონტრაქტების დადებასთან და სანქციონირებულია მმართველთა საბჭოს მიერ.
12) ინტელსატის პერსონალისათვის განკუთვნლი სოციალური პროგრამების ადმინისტრირება, ინტელსატის პერსონალისათვის ხელფასების გადახდა და სანქციონირებული დანახარჯების ანაზღაურება;
13) დეპოზიტებისა და ინვესტიციების შეტანა სათადარიგო ფონდებში და ამ ფონდებიდან ინტელსატის ვალდებულებების შესრულებისათვის საჭირო თანხების ამოღება;
14) ინტელსატის ქონების და მისი ამორტიზაციის აღრიცხვა და სამენეჯმენტო მომსახურების მოიჯარესთან და სათანადო ხელმომწერთან ერთად ინტელსატის ქონების ინვენტარიზაციის ჩატარება;
15) წვრილ მოიჯარეებთან ინტელსატის კოსმიური სეგმენტის გამოყენებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების პირობების შესახებ რეკომენდაციების გაცემა;
16) ინტელსატის ქონების დაცვასთან დაკავშირებული სადაზღვევო პროგრამების შესახებ რეკომენდაციების მიცემა და მმართველთა საბჭოს სანქციით სათანადო ზომების მიღება;
17) ამ შეთანხმების XIV მუხლის (d) პარაგრაფის მიზნებისათვის, ინტელსატის კოსმოსური სეგმენტის მოწყობილობისაგან დამოუკიდებელი წამოყენებული კოსმოსური სეგმენტის მოწყობილობის ეკონომიკური ეფექტიანობის გაანალიზება და მმართველ საბჭოში ანგარიშების წარდგენა;
18) შეთანხმების მონაწილე ასამბლეის, ხელისმომწერთა კრების და მმართველი საბჭოს და მათი საკონსულტაციო კომიტეტების კრებებისათვის წინასწარ დღის წესრიგების და პირობითი გადაწყვეტილებების (რეზიუმეს) მომზადება, და საკონსულტაციო კომიტეტების თავმჯდომარეებისათვის დახმარების გაწევა მათ მიერ დღის წესრიგების, ოქმებისა და იმ ანგარიშების მომზადებაში, რომლებსაც ისინი წარადგენენ შეთანხმების მონაწილეთა ასამბლეაში, ხელისმომწერთა კრებაში და მმართველ საბჭოში;
19) მორიგება საინტერპრეტაციო (ანალიზი, დეშიფრაცია, თარგმნა) მომსახურებასთან, დოკუმენტების გადაცემაზე, რეპროდუქციაზე და გავრცელებაზე და საჭიროებისამებრ კრებების ვერბალური ოქმების მომზადებაზე;
20) შეთანხმების მონაწილეთა ასამბლეის, ხელისმომწერთა კრების და მმართველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების არქივის წარმოება და მათ კრებებზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული ანგარიშების და კორესპონდენციის მომზადება;
21) დახმარების გაწევა შეთანხმების მონაწილეთა ასამბლეის, ხელისმომწერთა კრების და მმართველთა საბჭოს პროცედურების პრინციპების და საკონსულტაციო კომიტეტების კომპეტენციის ინტერპრეტაციაში;
22) შეთანხმების მონაწილეთა ასამბლეის, ხელისმომწერთა კრების და მმართველთა საბჭოს და მათი საკონსულტაციო კომიტეტების კრებების ორგანიზაცია;
23) ინტელსატის სასარგებლოდ განხორციელებულ შეძენებთან და ინტელსატის სახელით დადებულ კონტრაქტებთან დაკავშირებული პროცედურების და წესების შესახებ რეკომენდაციების გაცემა;
24) მმართველთა საბჭოს ინფორმირება კონტრაქტებში მონაწილე მხარეების მიერ თავისი ვალდებულებების შესრულების შესახებ სამენეჯმენტო მომსახურების მოიჯარის ჩათვლით;
25) მსოფლიოს ბაზრებზე წარმოდგენილი ფირმების სიის მომზადება და განახლება ინტელსატის მომარაგებისათვის;
26) იმ კონტრაქტების მომზადება და ადმინისტრირება, რომლებიც დაეხმარება გენერალურ მდივანს თავისი ფუნქციების შესრულებაში, სხვა ორგანიზაციებთან ფუნქციების შესრულებაში დახმარებაზე კონტრაქტების ჩათვლით;
27) ინტესატისათვის იურიდიული კონსულტაციების უზრუნველყოფა ან მოლაპარაკება მათ მიწოდებაზე, გენერალური მდივნის ფუნქციების ფარგლებში;
28) საზოგადოებისათვის სათანადო ინფორმაციის უზრუნველყოფა;
29) ამ შეთანხმების XV მუხლის (c) პარაგრაფით გათვალისწინებული პრივილეგიების, გადასახადებისაგან განთავისუფლებების და იმუნიტეტის განმსაზღვრელი პროტოკოლის განხილვისათვის კონფერენციის ორგანიზაცია და მოწვევა.
დანართი B.
სამენეჯმენტო მომსახურების მოიჯარის ფუნქციები დ სამენეჯმენტო მომსახურების შესახებ კონტრაქტის პრინციპები
1) ამ შეთანხმების XII მუხლის შესაბამისად სამენეჯმენტო მომსახურების მოიჯარე ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
a) მმართველთა საბჭოსათვის რეკომენდაციების მიცემა ინტელსატის მიზნების მისაღწევად საჭირო სამეცნიერო კვლევების და დამუშავების პროგრამების შეახებ;
b) მმართველთა საბჭოს სანქციების შესაბამისად:
(i) წინასაპროექტო შესწავლის, სამეცნიერო კვლევების და დამუშავების შესრულების თავისი ძალებით ან სხვა ორგანიზციებთან ან პიროვნებებთან კონტრაქტის დადებით;
(ii) სისტემის წინასაპროექტო შესწავლის შესრულება ტექნიკური, ეკონომიკური და ღირებულებითი ეფექტურობის თვალსაზრისით;
(iii) სისტემის მოდელირების ტესტირება და ანალიზი (შეფასება); და
(iv) ახალი სატელეკომუნიკაციო სატელიტური მომსახურებაზე პოტენციალური მოთხოვნის შესწავლა და პროგნოზის გაკეთება;
(a) მმართველთა საბჭოს კონსულტიერება ინტელსატის კოსმოსური სეგმენტისთვის საჭირო კოსმოსური სეგმენტის მოწყობილობის მიწოდების შესახებ;
(b) მმართველთა საბჭოს სანქციის შესაბმისად, წინადადებებზე განცხადების მომზადება და გავრცელება, კოსმოსური სეგმენტის მოწყობილობის შეძენისათვის საჭირო სპეციფიკაციის ჩათვლით;
(c) წინადადებაზე განცხადებასთან დაკავშირებით წარდგენილი ყველა წინადადების გაანალიზება და შეფასება და სათანადო რეკომენდაციების მომზადება მმართველთა საბჭოსათვის;
(d) მიწოდებების წესების გათვალისწინებით და მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად:
(i) ინტელსატის კოსმოსური სეგმენტის სასარგებლოდ ყველა კონტრაქტის მომზადება, განთავსება, შესწორება და ხელმძღვანელობა;
(ii) გაშვების მომსახურებისათვის საჭირო ძირითადი და დამატებითი ღონისძიებების შესრულება და გაშვებაში მონაწილეობის მიღება;
(iii) ინტელსატის კოსმოსური სეგმენტის და გაშვებისათვის ან გაშვების მომსახურებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის დასაცავად დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება;
(iv) თანამგზავრის ორიენტირების, ტესტირების და მანევრირების მიზნით სატელეკომუნიკაციო თანამგზავრის თვალთვალის, ტელემეტრიული, მართვის და კონტროლისათვის საჭირო მომსახურების უზრუნველყოფა ან მოლაპარაკება უზრუნველყოფის შესახებ, იმ ხელისმომწერთა და მიწისზედა სადგურების სხვა მფლობელების მოღვაწეობის კოორდინაციის ჩათვლით, რომლებიც მონაწილეობენ ზემოაღნიშნული მომსახურების უზრუნველყოფაში; და
(v) თანამგზავრის სამუშაო მახასიათებლების, წყობიდან გამოსვლის და ეფექტურობის, მიწისზედა სადგურების მიერ გამოყენებული სიმძლავრის და სიხშირის მონიტორინგის უზრუნველყოფა ან მოლაპარაკება უზრუნველყოფის შესახებ, იმ ხელისმომწერთა და მიწისზედა სადგურების სხვა მფლობელების მოღვაწეობის კოორდინაციის ჩათვლით, რომლებიც მონაწილეობენ ზემოაღნიშნული მომსახურების უზრუნველყოფაში.
(a) მმართველი საბჭოსათვის რეკომენდაციების მიცემა ინტელსატის კოსმოსურ სეგმენტში გამოყენებული სიხშირეებისა და სატელეკომუნიკაციო თანამგზავრების განლაგების გეგმების შესახებ;
(b) ინტელსატის საოპერაციო ცენტრის და კოსმოსური ხომალდების მართვის ცენტრის ექსპლუატაცია;
(c) მმართველი საბჭოსათვის რეკომენდაციების მიცემა მიწისზედა სადგურების აუცილებელი და დამატებითი სამუშაო მახასიათებლების შესახებ;
(d) არასტანდარტული მიწისზედა სადგურების მიერ ინტელსატის კოსმოსურ სეგმენტში შეღწევაზე განცხადების გაანალიზება;
(e) მმართველი საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით ინტელსატის კოსმოსური სეგმენტის საწარმოო სიმძლავრის ერთეულების იჯარით მიცემა წვრილი მოიჯარეებისათვის;
(f) მმართველი საბჭოს დასამტკიცებლად, სისტემის საკოორდინაცო გეგმების (ქსელის კონფიგურაციის შესწავლის და კონტინგენციის გეგმების ჩათვლით), პროცედურების, ინსტრუქციების, ნორმებისა და სტანდარტების მომზადება და კოორდინაცია;
(g) სიხშირეებთან დაკავშირებული გეგმების მომზადება, კოორდიანცია და გავრცელება ინტელსატის კოსმოსური სეგმენტში შეღწევის საშუალებების მქონე მიწისზედა სადგურებისათვის სიხშირეების დიაპაზონების გამოყოფის მიზნით;
(h) სისტემის სტატუსის (აქტუალური და დაგეგმილი სისტემის გამოყენებისათვის) შესახებ ანგარიშის მომზადება და გავრცელება;
(i) ხელისმომწერთა და სხვა მომხმარებელთა შორის ახალი სატელეკომუნიკაციო მომსახურების და მეთოდების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
(j) ამ შეთანხმების XIV მუხლის (d) პარაგრაფის მიზნებისათვის, ინტელსატის ტექნიკური და საექსპლუატაციო მხარეებზე, ინტელსატის კოსმოსური სეგმენტის მოწყობლობისაგან დამოუკიდებელი კოსმოსური სეგმენტის წამოყენებული მოწყობილობის (ინტელსატის განლაგების გეგმის და სიხშირეების ჩათვლით) გავლენის გაანალიზება და სათანადო ანგარიშის მიწოდება მმართველთა საბჭოში;
(k) გენერალური მდივნისათვის იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც სჭირდება მას მმართველთა საბჭოს წინაშე თავისი ვალდებულებების შესრულებისათვის ამ შეთანხმების A (24) პარაგრაფის შესაბამისად;
(l) რეკომენდაციების მიცემა გამოგონებებთან და სამეცნიერო კვლევებთან დაკავშირებით უფლებების შეძენის, გამხილების, გავრცელების და დაცვის შესახებ, საექსპლუატაციო ხელშეკრულების მე-17 მუხლის შესაბამისად;
(m) მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, ხელისმომწერთა და სხვების სარგებლობისათვის, ინტელსატის გამოგონებებთან და ტექნიკურ ინფორმაციასთან დაკავშირებული უფლებების დარეგულირება საექსპლუატაციო ხელშეკრულების მე-17 მუხლის გათვალისწინებით და ლიცენზირების შესახებ ინტელსატის სახელით ხელშეკრულებების დადება; და
(n) ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების შესრულებისათვის აუცილებელი ექსპლუატაციასთან, ფინანსებთან, მომარაგებასთან, ხელმძღვანელობასთან და სხვა დამხმარე ღონისძიებებთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება.
1) კონტრაქტში სამენეჯმენტო მომსახურების შესახებ შეიძლება შევიდეს ამ შეთანხმების XII მუხლის რეველანტური დებულებების შესრულების სათანადო პირობები, რომლებიც ითვლისწინებენ:
(a) ინტელსატის მიერ ყველა პირდაპირი და არაპირდაპირი იმ ხარჯების დაფარვა აშშ დოლარებში, რომლებიც იყო დოკუმენტირებული, იდენტიფიცირებული და სწორედ დახარჯული სამენეჯმენტო მომსახურების მოიჯარის მიერ კონტრაქტთან დაკავშირებით:
(b) სამენეჯმენტო მომსახურების მოიჯარისათვის იმ ფიქსირებული ანაზღაურების გადახდას, ყოველწლიურად აშშ დოლარებში, რომელიც იყო შეთანხმებულ მმართველთა საბჭოს და მოიჯარეს შორის;
(c) ამ პარაგრაფის (ა) ქვეპუნქტში მითითებული ხარჯების პერიოდულ გადახედვას მმართველთა საბჭოს მიერ, სამენეჯმენტო მომსახურების მოიჯარის კონსულტაციების დახმარებით;
(d) ინტელსატის სახელით კონტრაქტების დადებისას მოლაპარაკებების წარმოებას ინტელსატის მომარაგების პოლიტიკის და პროცედურების შესაბამისად და ამ შეთანხმების და საექსპლუატაციო ხელშეკრულების რეველანტური დებულებების გათვალისწინებით;
(e) დადგენილებებს გამოგონებებთან და ტექნიკურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლებიც ეთანხმება საექსპლუატაციო ხელშეკრულების მე-17 მუხლს;
(f) კოსმოსური სეგმენტის მოწყობილობის პროექტირებასა და დამუშავებებში მონაწილეობის მიღების მიზნით ხელისმომწერთა მიერ დასახელებული პიროვნებებიდან, მმართველთა საბჭოს მიერ სამენეჯმენტო მომსახურების მოიჯარესთან ერთად შერჩეული ტექნიკური პერსონალის არსებობას;
(g) იმა, რომ დავა ან შეუთანხმებლობა ინტელსატის და სამენეჯმენტო მომსახურების მოიჯარეს შორის, რომელიც შეიძლება წარმოიშვას სამენეჯმენტო მომსახურების კონტრაქტთან დაკავშირებით, იქნება გადაჭრილი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში, შერიგების წესების შესაბამისად; და
(h) სამენეჯმენტო მომსახურების მოიჯარეს მიერ მმართველთა საბჭოსათვის იმ ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც შეიძლება დასჭირდეს რომელიმე მმართველს მისი ვალდებულებების შესრულების მიზნით.
დანართი C.
ამ შეთანხმების XVIII მუხლით და საექსპლუატაციო ხელშეკრულების მე-20 მუხლით განსაზღვრული დავების გადაჭრასთან დაკავშირებული პროცედურების განმარტებ