(ა) ნებისმიერი სახის დავა, რომელიც წარმოიქმნება ხელმომწერებს შორის, ან ინტელსატსა და ხელმომწერებს შორის, შეთანხმების ან ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებით, განსახილველად გადაეცემა საარბიტრაჟო სასამართლოს გ დანართში მოცემული დებულებების მიხედვით.
(ბ) ნებისმიერი სახის დავა ხელმომწერსა და სახელმწიფოს ან სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციას შორის (რომელიც აღარ არის ხელმომწერი), ან ინტელსატსა და სახელმწიფოს, ან სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციას შორის (რომელიც აღარ არის ხელმომწერი), რომლის მოწესრიგება შეუძლებელი გახდება კეთილგონივრული გზით დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შეთანხმების გ დანართის თანახმად განსახილველად გადაეცემა საარბიტრაჟო სასამართლოს. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ან სატელეკომუნიკაციო ორგანიზაცია, რომელიც საარბიტრაჟო სასამართლოს დაწყების შემდეგ (რომელშიც იგი ერთ-ერთ მოდავე მხარეს წარმოადგენს) წყვეტს ინტელსატის ხელმომწერის ფუნქციების შესრულებას, მაშინ ეს საარბიტრაჟო სასამართლო ჩვეულებრივ გაგრძელდება და დასრულდება შეთანხმების გ დანართის და სხვა დებულებების შესაბამისად, რომელთა მიხედვითაც რეგულირდება საარბიტრაჟო დავები.
გ) ნებისმიერი სახის დავა, რომელიც დაკავშირებულია ინტელსატსა და ხელმომწერს შორის დადებულ კონტრაქტებთან ან ხელშეკრულებებთან, ექვემდებარება ამ ხელშეკრულებებისა და კონტრაქტებით გათვალისწინებული დავის მომწესრიგებელ დებულებებს. ამ სახის დებულებების არარსებობის შემთხვევაში, დავა, რომელიც დროულად ვერ გადაწყდება ხელშეკრულების გ დანართის შესაბამისად, გადაეცემა საარბიტრაჟო სასამართლოს.
დ) იმ შემთხვევაში, თუ ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლისას მიმდინარეობს რაიმე საარბიტრაჟო სასამართლო 1965 წლის 4 ივნისით დათარიღებული არბიტრაჟის დამატებითი ხელშეკრულების წესების შესაბამისად, მაშინ იმ ხელშეკრულების დებულებები ძალაში რჩება მიმდინარე არბიტრაჟის დამთავრებამდე. იმ შემთხვევაში, თუ დროებითი სატელეკომუნიკაციო სატელიტური კომიტეტი არბიტრაჟის დროს ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს, მაშინ „ინტელსატი“ მას შეცვლის როგორც მხარე
მუხლი 20. დავის გადაწყვეტა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 14. მიწისზედა სადგურის დამტკიცება
- მუხლი 15. კოსმოსური სეგმენტის სიმძლავრის გამოყოფა
- მუხლი 16. მოწოდება
- მუხლი 17. გამოგონებები და ტექნიკური ინფორმაცია
- მუხლი 18. პასუხისმგებლობანი
- მუხლი 19. გადახდა
- მუხლი 21. ინტელსატიდან გასვლა
- მუხლი 22. ცვლილებები
- მუხლი 23. ძალაში შესვლა
- მუხლი 24. დეპოზიტარი
- მუხლი 3. (a) შეთანხმების მონაწილეთა ასამბლეის პირველი და ყველა მომდევნო რიგითი კრების დაწყებამდე, არაუგვიანეს ვიდრე, სამოცი დღით ადრე, თითოეულ შეთანხმების მონაწილეს შეუძლია წარადგინოს აღმასრულებელ ორგანოში ორი
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სატელიტურ ორგანიზაცია „ინტელსატ“-თან დაკავშირებული ხელშეკრულება ექსპლუატაციის შესახებ“, მუხლი 20. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1190937/muxli-20/