(ა) დროებითი ხელშეკრულების IX და XV მუხლების შესაბამისად მმართველთა საბჭომ პრაქტიკულად შესაძლებელ უმოკლეს პერიოდში და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან არაუგვიანეს სამი თვის განმავლობაში, ამ მუხლის (დ) პუნქტის თანახმად, უნდა განისაზღვროს „ინტელსატ“-თან დაკავშირებით სპეციალური ხელშეკრულების თითოეული ხელმომწერის ფინანსური მდგომარეობა და წერილობითი შეტყობინება უნდა გაუგზავნოს მას ხსენებული ფინანსური მდგომარეობისა და მასზე დარიცხული საპროცენტო ნიხრის შესახებ. ხსენებული საპროცენტო ნიხრი ახლოს უნდა იყოს საერთაშორისო საბაზრო ფასებთან.
(ბ) ხელმომწერს შეუძლია თანხმობა განაცხადოს ფინანსური მდგომარეობის შეფასებისა და იმ საპროცენტო ნიხრის მიღებაზე, რომლის შესახებაც მან შეტყობინება მიიღო ამ მუხლის (ა) პუნქტში განსაზღვრული წესით ან მმართველთა საბჭოს და ამ ხელმომწერს შორის სხვაგვარად შეთანხმებული წესით. „ინტელსატ“-მა ასეთ ხელმომწერს უნდა გადაუხადოს თანხა ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან გადახდის დღემდე დარიცხულ პროცენტთან ერთად აშშ დოლებში ან სხვა აშშ დოლარებში კონვერტირებად ვალუტაში, შეტყობინების მიღებიდან 90 დღის განმავლობაში ან ორმხრივად შეთანხმებული უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
გ) „ინტელსატ“-სა და ხელმომწერს შორის წარმოიშვება სადაო საკითხი თანხებთან ან საპროცენტო ნიხრთან დაკავშირებით, რომელიც ამ მუხლის (ა) პუნქტის თანახმად შეტყობინების დღიდან ერთი წლის განმავლობაში მოლაპარაკების გზით ვერ მოგვარდება, შეტყობინებაში მითითებული თანხა და საპროცენტო ნიხრი დარჩება უცვლელ შეთავაზებად „ინტელსატ“-ის მიერ და შესაბამისი თანხები რეზერვირებული იქნება ამ ხელმომწერის განკარგულებაში გადასაცემად. იმ პირობით, რომ მოიძებნება ურთიერთმისაღები ტრიბუნალი, ინტელსატი საქმეს გადასცემს საარბიტრაჟო სასამართლო. ტრიბუნალის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ინტელსატი ხელმომწერს გადაუხდის ტრიბუნალის მიერ დადგენილ თანხას აშშ დოლარებში ან სხვა აშშ დოლარებში თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში.
დ) ამ მუხლის (ა) პუნქტის შესრულების მიზნით, ფინანსური მდგომარეობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
(i) სპეციალური ხელშეკრულების თანახმად, ხელმომწერის საბოლოო კვოტა მრავლდება ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების მე-7 მუხლის (ბ) პუნქტით გათვალისწინებული და ჩატარებული შეფასების შედეგად ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღის მდგომარეობით მიღებულ თანხაზე;
(ii) მიღებულს გამოაკლდება ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღისათვის არსებული მდგომარეობის მიხედვით ხემომწერის მიერ გადასახდელი ყველა თანხა.
ე) ამ მუხლის არც ერთი დებულება:
(i) არ ათავისუფლებს ამ მუხლის (ა) პუნქტში აღწერილ ხელმომწერს თავისი წილი ვალდებულებებისაგან, რომლებიც ნაკისრია კოლექტიურად სპეციალური ხელშეკრულების ხელმომწერების მიერ ან მათი სახელით ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე სპეციალური და დროებითი ხელშეკრულების შესრულებისას განხორციელებული ღონისძიებებისა და შეცდომების შედეგად.
(ii) არ ჩამოერთმევა ხელმომწერს მიღებული ნებისმიერი უფლებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რაც სპეციალური ხელშეკრულების დასრულების შემდეგ გაგრძელდება და რომლისთვისაც ამ მუხლის დებულებების თანახმად ხელმომწერს ჯერ არ მიუღია სათანადო კომპენსაცია
მუხლი 19. გადახდა
მთავარი მონაცემები
- ვადა სამი თვის განმავლობაში
- ვადა 90 დღის განმავლობაში
- ვადა ერთი წლის განმავლობაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 13. საერთაშორისო ტელესაკომუნიკაციო კავშირი
- მუხლი 14. მიწისზედა სადგურის დამტკიცება
- მუხლი 15. კოსმოსური სეგმენტის სიმძლავრის გამოყოფა
- მუხლი 16. მოწოდება
- მუხლი 17. გამოგონებები და ტექნიკური ინფორმაცია
- მუხლი 18. პასუხისმგებლობანი
- მუხლი 20. დავის გადაწყვეტა
- მუხლი 21. ინტელსატიდან გასვლა
- მუხლი 22. ცვლილებები
- მუხლი 23. ძალაში შესვლა
- მუხლი 24. დეპოზიტარი
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სატელიტურ ორგანიზაცია „ინტელსატ“-თან დაკავშირებული ხელშეკრულება ექსპლუატაციის შესახებ“, მუხლი 19. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1190937/muxli-19/