(ა) შეთანხმების XVI მუხლის თანახმად ინტელსტიდან ხელმომწერის გასვლიდან სამი თვის განმავლობაში, მმართველთა საბჭო ხელმომწერს აცნობებს მისი ინტელსატიდან გასვლის თარიღისათვის ინტელატთან მიმართებაში არსებული ფინანსური მდგომარეობის შესახებ. ყოველივე ეს განხორციელდება ამ მუხლის (გ) ქვეპუნქტის თანახმად გათვალისწინებული ანგარიშსწორების პირობების შესაბამისად.
(ბ) ამ მუხლის (ა) პუნქტის შესაბამისად გაგზავნილი შეტყობინება უნდა შეიცავდეს:
(i) ინფორმაციას ინტელსატის მიერ ხელმომწერისათვის გადასახდელი თანხის შესახებ, რომლის გამოთვლა ხდება ინტელსატიდან გასვლის მომენტისათვის ხელმომწერის საინვესტიციო წილის გამრავლებით ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების მე-7 მუხლის (ბ) პუნქტის მიხედვით აღნიშნული თარიღისათვის შეფასებულ თანხაზე;
(ii) ინფორმაციას ხელმომწერის მიერ შეთანხმების XVI მუხლის (ზ)(კ) და (ლ) ქვეპუნტების თანახმად ინტელსატისათვის გადასახდელი თანხის შესახებ, რომელიც წარმოადგენს კაპიტალში განხორციელებულ შენატანებში ხსენებული ხელმომწერის წილს იმ საკონტრაქტო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, რომლებიც საგანგებოდ განაზღვრულია შესაბამისი ორგანოს მიერ მისი გასვლის შესახებ წერილობით შეტყობინების მიღებამდე ან ხელმომწერის „ინტელსატ“-იდან გასვლის თარიღამდე (სიტუაციიდან გამომდინარე) - გადახდის შემოთავაზებულ სქემასთან ერთად საკონტაქტო ვალდებულებების შესრულების მიზნით; და
(iii) ინფორმაცია „ინტელსატ“-იდან გასვლის თარიღისათვის ხელმომწერის მიერ ინტელსატისათვის გადასახდელი ნებისმიერი თანხის შესახებ.
(გ) „ინტელსატი“ ხელმომწერს წინამდებარე მუხლის (ბ)(i) და (ii) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ თანხებს გადაუხდის ხელმომწერთათვის კაპიტალში მათი არსებული წილების გადახდისათვის განსაზღვრული დროის შესაბამის პერიოდში ნ მმართველთა საბჭოსათვის მიზანშეწონილ უფრო ნაკლები დროის პერიოდში. მმართველთა საბჭო განსაზღვრავს ხელმომწერის მიერ ან ხელმომწერისათვის პერიოდულად გადაუხდელ თანხებზე დასარიცხ პროცენტებს.
დ) წინამდებარე მუხლის (ბ)(i) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების პროცესში მმართველთა საბჭოს შეუძლია ხელმომწერი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს თავისი პასუხისმგებლობისაგან, რომელიც მას აკისრია კაპიტალში მის შესატან წილთან დაკავშირებით და რომელიც საჭიროა როგორც საკონტრაქტო ვალდებულებების შესრულებისათვის, ასევე მისი გასვლის შესახებ შეტყობინების მიღებამდე დაშვებული ქმედებების ან შეცდომების გამო წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისათვის, ან (სიტუაციიდან გამომდინარე) შეთანხმების XVI მუხლის თანახმად ხელმომწერის „ინტელსატ“-იდან გასვლის თარიღამდე.
ე) გარდა წინამდებარე მუხლის (დ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილებებისა, არც ერთი მუხლი არ:
(i) ათავისუფლებს ხელმომწერს „ინტელსატ“-ის მისი წილი არასაკონტრაქტო ვალდებულებებისაგან, რომლებიც წარმოქმნილია შეთანხმებისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების განხორციელებისას განხორციელებული ქმედებებისა და შეცდომების გამო, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მისი „ინტელსატ“-იდან გასვლის შესახებ შეტყობინების მიღებამდე ან სხვა შემთხვევაში გასვლის თარიღიდან.
(ii) ართმევს ასეთ ხელმომწერს მის მიერ მოპოვებულ უფლებებს, რომელთა მოქმედება გაგრძელდება მისი „ინტელსატ“-იდან გასვლის შემდგომაც და რომელსაც ამ მუხლის დებულებების თანახმად ხელმომწერ ჯერ არ მიუღია კომპენსაცია