ა) ხელმომწერებს, მხარეთა ასამბლეას ან მმართველთა საბჭოს უფლება აქვთ წამოაყენონ წინადადება ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. წარმოდგენილი ცვლილებები გადაეცემა აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც მათ დაუყოვნებლივ გადაუგზავნის მხარეებსა და ხელმომწერებს.
ბ) ხელმომწერთა კრება თითოეულ შემოთავაზებულ ცვლილებას განიხილავს აღმასრულებელი ორგანოს მიერ გავრცელების შემდეგ ჩატარებულ თავის პირველივე რიგით კრებაზე ან შეთანხმების VII მუხლის დებულებების თანახმად მოწვეულ საგანგებო კრებაზე იმ შემთხვევაში, თუ აღმასრულებელი ორგანოს ცვლილებების შესახებ ინფორმაციას დააგზავნის კრების ჩატარებამდე სულ მცირე 90 დღით ადრე. ხელმომწერთა კრება მხარეთ ასამბლეისა და მმართველთა საბჭოს მიერ ცვლილებებთან დაკავშირებით გამოთქმულ ყველა მოსაზრებასა და რეკომენდაციას გაითვალისწინებს.
გ) ხელმომწერთა კრება გადაწყვეტილებას მიიღებს თითოეული ცვლილების შესახებ შეთანხმების VII მუხლით გათვალისწინებულ კენჭისყრისა და ქვორუმის შესახებ შესაბამისი დებულებების მიხედვით, მას შეუძლია მოდიფიცირება გაუკეთოს შემოთავაზებულ ცვლილებას, რომლებიც ამ მუხლის (ბ) პუნქტის თანახმად დარიგდა ხელმომწერთა შორის და შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ისეთი ცვლილებების შესახებ, რომელიც ამ სახით არ იყო დაგზავნილი, თუმცა პირდაპირ გამომდინარეობს შემოთავაზებული ან მოდიფიცირებული შესწორებებიდან.
დ) ხელმომწერთა კრების მიერ დამტკიცებული ცვლილება ძალაში შედის ამ მუხლის (ე) პუნქტის თანახმად მას შემდეგ, რაც დეპოზიტარი მიიღებს შეტყობინებას ცვლილებების დამტკიცების შესახებ:
(i) ან ხელმომწერთა 2/3-ისაგან, რომლებიც ხელმომწერებს წარმოადგენდნენ იმ დღის მონაცემებით, როდესაც ეს ცვლილებები დამტკიცდა ხელმომწერთა კრების მიერ იმ პირიბით, რომ ხმათა 2/3-ში შედიან ის ხელმომწერები, რომლებიც მაშინ საერთო საინვესტიციო წილების სულ მცირე 2/3-ს ფლობდნენ;
(ii) ან იმ ხელმომწერთა საერთო რაოდენობის 85 პროცენტის ან ფურო მეტისაგან, რომლებიც ხელმომწერებს წარმოადგენდნენ იმ დღის მონაცემებით, როდესაც ეს ცვლილებები დამტკიცდა ხელმომწერთა კრების მიერ, მიუხედავად იმ საინვესტიციო წილების რაოდენობისა, რომლებსაც ეს ხელმომწერები ფლობენ იმ დროისათვის.
ხელმომწერის მიერ ცვლილებების დამტკიცების შესახებ შეტყობინება გადაეცემა დეპოზიტარს დაინტერესებული მხარის მიერ და ასეთი შეტყობინება ნიშნავს ასეთი მხარის მიერ ამ ცვლილებების დამტკიცებას.
ე) ცვლილებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მიზნით ამ მუხლის (გ) პუნქტით გათვალისწინებულ საჭირო ცვლილებების დამტკიცების შესახებ თანხმობების მიღებისთანავე დეპოზიტარმა ხელმომწერებს დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ. შეტყობინების გაგზავნიდან 90 დღის შემდეგ ცვლილებები ძალაში შევა ყველა ხელმომწერისათვის, მათ შორის მათთვისაც, ვისაც ჯერ არ დაუმტკიცებია და არ გასულა „ინტელსატ“-იდან
მუხლი 22. ცვლილებები
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 85 პროცენტის
მეზობელი მუხლები
- მუხლი 16. მოწოდება
- მუხლი 17. გამოგონებები და ტექნიკური ინფორმაცია
- მუხლი 18. პასუხისმგებლობანი
- მუხლი 19. გადახდა
- მუხლი 20. დავის გადაწყვეტა
- მუხლი 21. ინტელსატიდან გასვლა
- მუხლი 23. ძალაში შესვლა
- მუხლი 24. დეპოზიტარი
- მუხლი 3. (a) შეთანხმების მონაწილეთა ასამბლეის პირველი და ყველა მომდევნო რიგითი კრების დაწყებამდე, არაუგვიანეს ვიდრე, სამოცი დღით ადრე, თითოეულ შეთანხმების მონაწილეს შეუძლია წარადგინოს აღმასრულებელ ორგანოში ორი
- მუხლი 4. (a) ნებისმიერი მოსარჩელე, რომელიც მოითხოვს იურიდიული დავის გადაჭრას არბიტრაჟის გზით, უნდა უზრუნველყოს ყველა მოპასუხისათვის და აღმასრულებელი ორგანოსათვის დოკუმენტები, სადაც შევა:
- მუხლი 5. (a) მოპასუხის მიერ ამ დანართის მე-4 მუხლის (a) პარაგრაფით განმარტებული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ სამოცი დღის განმავლობაში, მოპასუხე მხარეებმა უნდა დანიშნონ პიროვნება, არბიტრაჟის წევრის ფუნქც
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სატელიტურ ორგანიზაცია „ინტელსატ“-თან დაკავშირებული ხელშეკრულება ექსპლუატაციის შესახებ“, მუხლი 22. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1190937/muxli-22/