(ა)„ინტელსატ“-ი, მის მიერ ან მისი სახელით ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, გამოგონებებთან და ტექნიკურ ინფორმაციასთან დაკავშირებით იღებს მხოლოდ იმ უფლებებს (და სხვა არაფერს, გარდა ამ უფლებებისა), რომლებიც „ინტელსატ“-ისა და სხვა ხელმომწერების საერთო ინტერესებში შედის. კონტრაქტით გათვალსწინებული სამუშაოს შემთხვევაში, ნებისმიერი ასეთი უფლებ არაექსკლუზიური ხასიათისა იქნება.
(ბ) ამ მუხლის (ა) პუნქტის შესრულების მიზნით, მხედველობაში იღებს რა თავის მიზნებსა და პრინციპებს, ასევე შეთანხმებისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების თანახმად მხარეებისა და ხელმომწერების უფლებ-ვალდებულებებს და ზოგად-სამრეწველო პრაქტიკას, რაც დაკავშირებულია მის მიერ ან მისი სახელით ჩატარებულ მნიშვნელოვან შესწავლასთან, გამოკვლევასთან ან განვითარებასთან, „ინტელსატ“-ი იტოვებს უფლებას
(i) გადასახადის გარეშე მიიღოს ინფორმაცია ყველა იმ გამოგონებასთან და ტექნიკურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც მოპოვებულია მის მიერ ან მისი სახელთ ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე;
(ii) გაუმჟღავნოს ხელმომწერებს ან რომელიმე მხარის იურისდიქციაში მყოფ პირებს, ასევე გამოიყენოს და უფლება მისცეს ხელმომწერებს და სხვა პირებს გადასახადის გარეშე გამოიყენონ ეს გამოგონებები და ტექნიკური ინფორმაცია.
(ა) რომელიც დაკავშირებულია „ინტელსატ“-ის კოსმოსურ სეგმენტთან და მასზე მომუშავე მიწისზედ სადგურთან; და
(ბ) ნებისმიერი სხვა მიზნისათვის, რომელიც ემყარება პატიოსან და კეთილგონივრულ ურთიერთობებს იმ ხელმომწერებსა და მხარეთა იურისდიქციის ქვეშ მყოფ პირებს შორის, ასევე, ასეთი გამოგონებებისა და ტექნიკური ინფორმაციის მფლობელს/ავტორს ან სათანადო უფლებამოსილ ორგანიზაციას ან პირს შორის, რომლებსაც ქონებრივი ინტერესი გააჩნიათ ამ გამოგონებებსა და ტექნიკურ ინფორმაციაში.
გ) კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების შემთხვევაში, ამ მუხლის (ბ) პუნქტის შესრულება დაექვემდებარება გამოგონებებსა და ტექნიკურ ინფორმაციაზე უფლებების მფლობელობას იმ კონტრაქტორების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ ასეთი გამოგონებები ავტორებს ან რომლებმაც მოიპოვეს ხსენებული ტექნიკური ინფორმაცია.
დ) „ინტელსატ“-ი ასევე იტოვებს უფლებას, კეთილგონივრული პირობებისა და მოთხოვნების საფუძველზე, გაუმჟღავნოს ხელმომწერებს ან რომელიმე მხარის იურისდიქციაში მყოფ პირებს, ასევე გამოიყენოს და უფლება მისცეს ხელმომწერებს და სხვა პირებს გამოიყენონ ის გამოგონებები და ტექნიკური ინფორმაცია, რომლებიც უშუალოდ გამოიყენებოდა მისი სახელით ჩატარებულ სამუშაოებში, მაგრამ არ არის მითითებული ამ მუხლის (ბ) პუნქტში იმის გათვალისწინებით, რომ ის პიროვნება, რომელმაც ეს სამუშაო ჩაატარა, უფლებამოსილია გასცეს ასეთი უფლება, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გამჟღავნება და გამოყენება აუცილებელია ამ მუხლის (ბ) პუნქტით მოპოვებული უფლებების ეფექტური გამოყენების მიზნით.
ე) ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც ამას განსაკუთრებული გარემოება მოითხოვს, მმართველთა საბჭოს შეუძლია დაამტკიცოს ამ მუხლის (ბ)(ii) ქვეპუნქტითა და (დ) პუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკიდან გადახრა, თუკი მოლაპარაკებების მსვლელობისას დირექტორთა საბჭოსათვის ნათელი გახდება ის გარემოება, რომ იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება ხსენებული პოლიტიკიდან გადახვევა, ამან შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს „ინტელსატ“-ის ინტერესებზე და [(ბ)(ii) ქვეპუნქტის შემთხვევაში] ხსენებული პოლიტიკით გათვალისწინებული პირობების დაცვა შეუთავსებადი იქნება სავარაუდო კონტრაქტორის მიერ მესამე მხარესთან ადრე გაფორმებული კონტრაქტით გათვლისწინებულ ვალდებულებებთნ.
ვ) ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც ამას განსაკუთრებული გარემოება მოითხოვს, მმართველთა საბჭოს ასევე შეუძლია დაამტკიცოს ამ მუხლის (გ) პუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკიდან გადახრა, იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებული იქნება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა:
(i) თუკი მმართველთა საბჭოსათვის ნათელი იქნება, რომ პოლიტიკიდან არ გადახვევა უარყოფით ზეგავლენას მოახდენს „ინტელსატ“-ის ინტერესებზე;
(ii) თუკი მმართველთა საბჭო გადაწყვეტს, რომ ინტელსატს უნდა შეეძლოს პატენტის დაცვა ნებისმიერ ქვეყანაში (რისთვისაც საჭიროა ხსენებული პოლიტიკიდან გადახვევა); და
(iii) იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტორი დროულად ვერ შეძლებს ან არ ექნება სურვილი უზრუნველყოს პატენტის ასეთი დაცვა.
ზ) ამ მუხლის (ე) და (ვ) პუნქტებით გათვალისწინებული პოლიტიკიდან გადახრის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს „ინტელსატ“-ისა და ხელმომწერთა ინტერესები და ის ფინანსური სარგებელი, რასაც ზემოთ აღნიშნული „ინტელსატ“-ს მოუტანს.
(თ) გამოგონებებთან და ტექნიკურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელზეც განსაზღვრულია უფლებები დროებითი ხელშეკრულებისა და სპეციალური ხელშეკრულების მიხედვით ან რომელზეც, გარდა ამ მუხლის (ბ) პუნქტის მიხედვით განსაზღვრული უფლებებისა, განისაზღვრება სხვა უფლებები შეთანხმებისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, თავისი უფლებამოსილები ფარგლებში „ინტელსატ“-მა მოთხოვნის საფუძველზე უნდა
(i) გაუმჟღავნოს ზემოთ ხსენებული გამოგონებები და ტექნიკური ინფორმაცია ნებისმიერ ხელმომწერს, რაც ექვემდებარება გამჟღავნების უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით „ინტელსატ“-ის მიერ განხორციელებული ან მოთხოვნილი გადასახადის ანაზღაურებას.
(ii) მისცეს უფლება ხელმომწერებს გადასახადის გარეშე გაუმჟღავნონ გამოგონებები და ტექნიკური ინფორმაცია მხარეთა იურისდიქციაში მყოფ პირებს, ასევე, გამოიყენონ ასეთი გამოგონება და ტექნიკური ინფორმაცია ან მათი გამოყენების უფლება მისცენ თავიანთ უფლებამოსილ პირებს:
(A) „ინტელსატ“-ის კოსმოსური სეგმენტის და მასზე მომუშავე მიწისზედა სადგურთან დაკავშირებით.
(B) ნებისმიერი სხვა მიზნისათვის, რომელიც ემყარება პატიოსან და კეთილგონივრულ ურთიერთობებს იმ ხელმომწერებსა და მხარეთა იურისდიქციის ქვეშ მყოფ პირებს შორის, ასევე, ასეთი გამოგონებებისა და ტექნიკური ინფორმაციის მფლობელს/ავტორს ან სათანადოდ უფლებამოსილ ორგანიზაციას ან პირს შორის, რომლებსაც ქონებრივი ინტერესი გააჩნიათ ამ გამოგონებებს და ტექნიკურ ინფორმაციაში, რაც ექვემდებარება გამჟღავნების უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით „ინტელსატ“-ის მიერ განხორციელებული ან მოთხოვნილი გადასახადის ანაზღაურებას.
(ი) იმ შემთხვევაში, თუ „ინტელსატ“-ი მიიღებს უფლებას ამ მუხლის (ბ)(i) ქვეპუნქტის თანახმად მიიღოს ინფორმაცია გმაოგონებებთან და ტექნიკურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მოთხოვნის შემთხვევაში თითოეულ ხელმომწერს უნდა აცნობოს ასეთი ინფორმაციის არსებობა და გამოგონებებისა და ტექნიკური ინფორმაციის ზოგადი არსის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ „ინტელსატ“-ი მიღებს უფლებას ამ მუხლის დებულების თანახმად ხელმისაწვდომი გახადოს გამოგონებები და ტექნიკური ინფორმაცია ხელმომწერთათვის და მხარეთა იურისდიქციაში მყოფი პირებისათვის, მან მოთხოვნის შემთხვევაში ასეთი უფლებები ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ნებისმიერი ხელმომწერისათვის ან მის მიერ დასახელებული პირისათვის.
კ) ყველა გამოგონებებისა და ტექნიკური ინფორმაციის გამჟღავნება და გამოყენება, მათ გამჟღავნებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული მოთხოვნები და პირობები, იმოქმედებს არა-დისკრიმინაციული პირობებით ყველა ხელმომწერისა და დასახელებული პირისათვის