1. გამოგონების აღწერილობის სისრულის შემოწმებისას დგინდება:

ა) გამოგონების აღწერილობის შესაბამისობა ამ ინსტრუქციის მე-6–მე-14 მუხლების მოთხოვნებთან;

ბ) გამოგონების აღწერილობაში გადმოცემულია თუ არა შინაარსი გამოგონების ფორმულის მიხედვით ისე, რომ შესაბამისი დარგის სპეციალისტისათვის ცხადი იყოს გამოგონების განხორციელების შესაძლებლობა;

გ) გამოგონების აღწერილობასა და ნახაზებში წარმოდგენილი ნიშნების ერთობლიობის შესაბამისობა გამოგონების ფორმულაში წარმოდგენილ ნიშნების ერთობლიობასთან;

დ) გადმოცემულია თუ არა გამოგონების ფორმულაში ნიშნები იგივე ცნებებით და ტერმინებით, რომლებიც მოყვანილია გამოგონების აღწერილობაში;

ე) ნიშნების მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. კერძოდ, მიიღწევა თუ არა მათი ერთობლიობით გამოგონების აღწერილობაში აღნიშნული ან/და გამოგონების განხორციელებით დამდგარი შესაძლო შედეგი.

2. დაუშვებელია გამოგონების აღწერილობაში ისეთი ფართო ცნებების გამოყენება, რომელიც განუსაზღვრელს ხდის გამოგონების ობიექტ