(1) საერთაშორისო ძიების ანგარიშის მიღების შემდეგ განმცხადებელს უფლება აქვს ერთხელ შეცვალოს საერთაშორისო განაცხადის გამოგონების ფორმულა დადგენილ ვადაში საერთაშორისო ბიუროში ცვლილების წარდგენით. ამასთან, განმცხადებელს ინსტრუქციის თანახმად შეუძლია წარადგინოს მოკლე განმარტება, რომელიც ახსნის ცვლილებებს და მიუთითებს იმ გავლენაზე, რასაც იწვევს აღწერილობასა და ნახაზებში შეტანილი ცვლილებები.

(2) ცვლილებები არ უნდა სცილდებოდეს წარდგენილ საერთაშორისო განაცხადში წარმოჩენილ ფარგლებს.

(3) თუ რომელიმე აღნიშნული ქვეყანის ეროვნული კანონმდებლობა უშვებს ცვლილებას, რომელიც სცილდება აღნიშნულ ფარგლებს, მაშინ მე-2 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობას არ ექნება ძალა იმ ქვეყანაშ