აღნიშნული უწყებებისათვის

(1) ნებისმიერ აღნიშნულ უწყებას შეუძლია სთხოვოს საერთაშორისო ბიუროს საერთაშორისო განაცხადის მისთვის გადაგზავნა მანამ, ვიდრე იგი გადაეგზავნება მე-20 მუხლის შესაბამისად, და საერთაშორისო ბიურო გადაუგზავნის ასეთ ასლს რაც შეიძლება სწრაფად მას შემდეგ, რაც გავა ერთი წელი პრიორიტეტის თარიღიდან.

(2) (a) განმცხადებელს ნებისმიერ დროს შეუძლია გადაუგზავნოს მისი საერთაშორისო განაცხადის ასლი ნებისმიერ აღნიშნულ უწყებას.

(b) განმცხადებელს ნებისმიერ დროს შეუძლია სთხოვოს საერთაშორისო ბიუროს თავისი საერთაშორისო განაცხადის ასლის გადაგზავნა ნებისმიერი აღნიშნული უწყებისათვის, და საერთაშორისო ბიურომ უნდა გადაუგზავნოს ასეთი ასლი აღნიშნულ უწყებას, რაც შეიძლება სწრაფად.

(c) ნებისმიერ ეროვნულ უწყებას შეუძლია შეატყობინოს საერთაშორისო ბიუროს, რომ არ სურს მიიღოს ასლები, როგორც ამას

(b) ქვეპუნქტი ითვალისწინებს, და ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება ამ უწყების მიმარ