და საერთაშორისო განაცხადის ძალა

(1) მიმღები უწყება ადგენს საერთაშორისო განაცხადს შეტანის თარიღად საერთაშორისო განაცხადის მიღების თარიღს, თუ ეს უწყება მიღების დროისათვის დაადგენს:

(i) განმცხადებელი, მოქალაქეობისა ან მცხოვრები პირის მიმართ მოთხოვნების გამო აშკარად არ არის მოკლებული საერთაშორისო განაცხადის მიმღებ უწყებაში წარდგენის უფლებას;

(ii) საერთაშორისო განაცხადი წარდგენილია დადგენილ ენაზე;

(iii) საერთაშორისო განაცხადი შეიცავს, სულ მცირე, შემდეგს:

(a) მითითებას, რომ ის წარდგენილია როგორც საერთაშორისო განაცხადი,(b) მითითებას სულ მცირე ერთ მხარე სახელმწიფოზე,(c) განმცხადებლის სახელს დადგენილი წესით,(d) ნაწილს, რომელიც გარეგნულად ჩანს, რომ არის აღწერილობა

(e) ნაწილს, რომელიც გარეგნულად ჩანს, რომ არის გამოგონების ფორმულის მუხლი ან მუხლები.

(2) (a) თუ მიმღები უწყება ჩათვლის, რომ საერთაშორისო განაცხადი მიღების დროს არ აკმაყოფილებდა (1) პუნქტში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, იგი, ინსტრუქციის შესაბამისად, განმცხადებელს სთხოვს მოთხოვნილი შესწორების წარმოდგენას.

(b) თუ განმცხადებელი აკმაყოფილებს ინსტრუქციაში გათვალისწინებულ მოთხოვნას, მიმღები უწყება საერთაშორისო წარდგენის თარიღად ადგენს მოთხოვნილი შესწორების მიღების თარიღს.

(3) 64(4) მუხლის მიხედვით, ნებისმიერ საერთაშორისო განაცხადს, რომელიც აკმაყოფილებს (1) პუნქტის (i)-(iii) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ მოთხოვნებს და რომელსაც დაუდგინდა საერთაშორისო წარდგენის თარიღი, სწორად გაფორმებული ეროვნული განაცხადის ძალა აქვს ყოველ აღნიშნულ ქვეყანაში საერთაშორისო წარდგენის თარიღიდან, რომელიც უნდა განიხილებოდეს წარდგენის ფაქტობრივ თარიღად ყოველ აღნიშნულ ქვეყანაში.

(4) ნებისმიერი საერთაშორისო განაცხადი, რომელიც აკმაყოფილებს (1) პუნქტის (i)-(iii) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ მოთხოვნებს,უთანაბრდება ეროვნული განაცხადის ჩვეულებრივ წარდგენას სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის შესაბამისა