(1) განცხადება უნდა შეიცავდეს:

(i) თხოვნას, რომ საერთაშორისო განაცხადი განიხილებოდეს ამ ხელშეკრულების შესაბამისად;

(ii) მითითებას ხელშეკრულების მხარე სახელმწიფოზე ან სახელმწიფოებზე, სადაც დაცვა გამოგონებისათვის მოთხოვნილია საერთაშორისო განაცხადის საფუძველზე (აღნიშნული სახელმწიფოები); თუ რომელიმე აღნიშნული სახელმწიფოსთვის დაშვებულია რეგიონული პატენტი და განმცხადებელს აქვს სურვილი მიიღოს რეგიონული და არა ეროვნული პატენტი, განცხადებაში უნდა იყოს მითითებული, თუ ხელშეკრულებით, რომელიც ეხება რეგიონულ პატენტს, განმცხადებელს არა აქვს შესაძლებლობა შემოფარგლოს თავისი განაცხადი რომელიმე ამ ხელშეკრულების მხარე სახელმწიფოებით, მითითება ამ სახელმწიფოთაგან ერთისა და მოთხოვნა რეგიონული პატენტის აღების შესახებ განიხილება, როგორც მითითება ხელშეკრულების მხარე ყველა სახელმწიფოზე, თუ აღნიშნული სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ამ სახელმწიფოს მითითება აქვს რეგიონულ პატენტზე მოთხოვნის ეფექტი, მითითება აღნიშნულ სახელმწიფოზე უნდა იყოს განხილული, როგორც მითითება რეგიონული პატენტის მისაღებად;

(iii) სახელსა და სხვა დადგენილ მონაცემებს განმცხადებლის ან წარმომადგენლის შესახებ (თუ ეს საჭიროა);

(iv) გამოგონების დასახელებას;

(v) სახელს და სხვა დადგენილ მონაცემებს გამომგონებელის შესახებ, იქ, სადაც სულ მცირე ერთი აღნიშნული სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობა მოითხოვს ასეთ მონაცემებს ეროვნული განაცხადის წარდგენასთან ერთად. სხვა შემთხვევაში ხსენებული მონაცემები შეიძლება იყოს წარმოდგენილი ან განცხადებაში ან მითითებული უწყების მისამართით გაგზავნილ ცალკე შეტყობინებებში, რომელთა ეროვნული კანონმდებლობა მოითხოვს ხსენებული მონაცემების წარდგენას, მაგრამ უშვებს მათ წარდგენას ეროვნული განაცხადის შეტანის შემდეგ;

(2) ყოველი მითითება ექვემდებარება დადგენილ ვადაში დადგენილი საფასურის გადახდას.

(3) თუ განმცხადებელი არ მოითხოვს დაცვის ერთ რომელიმე სახეს, მოცემულს 43-ე მუხლში, უნდა იყოს გაგებული, რომ მოთხოვნილი დაცვა ნიშნავს პატენტის გაცემას აღნიშნული ქვეყნის მიერ ან ქვეყნის მიმართ. ამ პუნქტის მიზნებისათვის მუხლი 2(ii) არ გამოიყენება.

(4) განცხადებაში გამომგონებლის სახელის ან მის შესახებ სხვა დადგენილი მონაცემების მიუთითებლობა არ უნდა იწვევდეს არავითარ შედეგს ნებისმიერ აღნიშნულ სახელმწიფოში, რომლის ეროვნული კანონმდებლობა მოითხოვს ამ მონაცემების წარდგენას, მაგრამ უშვებს მათ გაგზავნას ეროვნული განაცხადის წარდგენის შემდეგ. ცალკე შეტყობინებებში ამ მონაცემთა მიუთითებლობა არ იწვევს არავითარ შედეგს ნებისმიერ აღნიშნულ სახელმწიფოში, რომლის ეროვნული კანონმდებლობა არ მოითხოვს ამ მონაცემთა წარდგენა