ხელშეკრულების მხარე სახელმწიფოებმა, რომლებსაც სურთ წვლილი შეიტანონ მეცნიერებისა და ტექნიკის პროგრესში, დახვეწონ გამოგონებების სამართლებრივი დაცვა, უფრო მარტივი და ეკონომიური გახადონ გამოგონებებზე დაცვის მოპოვება, როდესაც ის მოითხოვება რამდენიმე ქვეყანაში, უზრუნველყონ იოლი და სწრაფი საჯარო ხელმისაწვდომობა ახალი გამოგონებების აღწერილობების შემცველ დოკუმენტებზე, დააჩქარონ და ხელი შეუწყონ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ წინსვლას მათი ეროვნული თუ რეგიონში სამართლებრივი სისტემების ეფექტურობის გაზრდისაკენ მიმართული ღონისძიებებით, რომლებიც დაწესებულია გამოგონებების დასაცავად და უზრუნველყოფილია ისეთი ტექნიკური მიგნებების შემცველი ინფორმაციის იოლად მისაწვდომობით, რომელიც პასუხობს მათ განსაკუთრებულ მოთხოვნებს, და მუდმივად მზარდი მოცულობის თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევათა ხელმისაწვდომობის გამარტივებით, და დარწმუნებულნი არიან, რომ ერებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნული მიზნების მიღწევას, დადეს წინამდებარე ხელშეკრულება.

შესავალი დებულებე