(1) საერთაშორისო განაცხადი შეიძლება შეიცავდეს განცხადებას, ინსტრუქციის მოთხოვნების დაცვით, რომლითაც მოითხოვება ერთი ან მეტი ადრინდელი განაცხადის პრიორიტეტი, რომელიც წარდგენილი იყო სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის ნებისმიერ მხარე სახელმწიფოს ან ასეთი სახელმწიფოს მითითებით.
(2) (a)-(b) ქვეპუნქტის მოთხოვნების თანახმად, (1) პუნქტის მიხედვით განცხადებული ნებისმიერი პრიორიტეტის მოთხოვნის პირობები და შედეგები განისაზღვრება სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის სტოკჰოლმის აქტის მე-4 მუხლით.
(ბ) საერთაშორისო განაცხადი, რომლისთვისაც მოითხოვება ერთი ან რამდენიმე ადრინდელი განაცხადის პრიორიტეტი, რომელიც წარდგენილია ხელშეკრულების მხარე სახელმწიფოში ან ასეთი სახელმწიფოს მითითებით, შეიძლება შეიცავდეს ამ სახელმწიფოს აღნიშვნას, თუ საერთაშორისო განაცხადში მოითხოვება პრიორიტეტი ერთ ან რამდენიმე ეროვნულ განაცხადზე რომელიმე აღნიშნული სახელმწიფოსათვის შეიცავს განაცხადს, ან თუ პრიორიტეტი საერთაშორისო განაცხადისა, რომელსაც გააჩნია აღნიშვნა მხოლოდ ერთ სახელმწიფოზე, შეიცავს განაცხადს, პირობებს და შედეგებს საპრიორიტეტო განაცხადზე სახელმწიფოში, რეგულირდება ამ ქვეყანაში მოქმედი ნაციონალური კანონმდებლობი