(1) ხელშეკრულების მხარე სახელმწიფოებში მცხოვრებ ნებისმიერ პირს ან მოქალაქეს შეუძლია წარადგინოს საერთაშორისო განაცხადი.

(2) ასამბლეას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას აძლევს სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის ნებისმიერ იმ ქვეყანაში მცხოვრებ პირებსა და მოქალაქეებს, რომელიც არ არის ამ ხელშეკრულების მხარე, წარადგინონ საერთაშორისო განაცხადები.

(3) მცხოვრები პირისა და მოქალაქეობის შესახებ მონაცემების წარმოდგენა და მათი გამოყენება იმ შემთხვევაში, როცა განმცხადებელი რამდენიმეა ან განმცხადებლები არ არიან იდენტურნი ყველა აღნიშნული სახელმწიფოსათვის, მოცემულია ინსტრუქციაშ