(1) განაცხადები გამოგონებების დასაცავად ხელშეკრულების ნებისმიერ მხარე სახელმწიფოში შეიძლება შეტანილი იყოს, როგორც საერთაშორისო განაცხადი ამ ხელშეკრულების შესაბამისად.
(2) საერთაშორისო განაცხადი, როგორც ეს დადგენილია ამ ხელშეკრულებითა და ინსტრუქციებით, უნდა შეიცავდეს განცხადებას, აღწერილობას, ერთ ან მრავალმუხლიან ფორმულას, ერთ ან მეტ ნახაზს (თუ ეს საჭიროა) და რეფერატს.
(3) რეფერატი განკუთვნილია მხოლოდ ტექნიკური ინფორმაციისათვის და მხედველობაში არ მიიღება სხვა ნებისმიერი მიზნისათვის, კერძოდ, მოთხოვნილი დაცვის ფარგლების განმარტებისათვის.
(4) საერთაშორისო განაცხადი უნდა:
(i) შედგეს დადგენილ ენაზე.
(ii) აკმაყოფილებდეს შედგენილობის დადგენილ მოთხოვნებს.
(iii) აკმაყოფილებდეს გამოგონების ერთიანობისადმი დადგენილ მოთხოვნებს.
(iv) ექვემდებარებოდეს დადგენილი საფასურის გადახდა