ამ ხელშეკრულებისა და ინსტრუქციის მიზნებიდან გამომდინარე, თუ განსხვავებული მნიშვნელობა სხვაგვარად არ არის განსაზღვრული:

(i) „განაცხადი” ნიშნავს განაცხადს გამოგონების დასაცავად; მითითებები „განაცხადზე” უნდა გაიგებოდეს მითითებებს განაცხადებზე, გამოგონების პატენტებზე, საავტორო მოწმობებზე, სარგებლიანობის მოწმობებზე, სასარგებლო მოდელებზე, დამატებით პატენტებზე ან მოწმობებზე, დამატებით საავტორო მოწმობებსა და დამატებით სარგებლიანობის მოწმობებზე;

(ii) მითითებები “პატენტზე” უნდა გაიგებოდეს, როგორც მითითებები: გამოგონების პატენტებზე, საავტორო მოწმობებზე, სარგებლიანობის მოწმობებზე, სასარგებლო მოდელებზე, დამატებით პატენტებზე ან მოწმობებზე, დამატებით საავტორო მოწმობებსა და დამატებით სარგებლიანობის მოწმობებზე;

(iii) “ეროვნული პატენტი” ნიშნავს უფლებამოსილი ეროვნული ორგანოს მიერ გაცემულ პატენტს;

(iv) “რეგიონული პატენტი” ნიშნავს პატენტს გაცემულს უფლებამოსილი ეროვნული ორგანოს მიერ ან სამთავრობათაშორისო ორგანოს მიერ, რომელსაც გააჩნია ერთზე მეტ სახელმწიფოში მოქმედი პატენტების გაცემის უფლებამოსილება;

(v) “რეგიონული განაცხადი” ნიშნავს განაცხადს რეგიონულ პატენტზე;

(vi) მითითებები “ეროვნულ განაცხადზე” უნდა გაიგებოდეს როგორც მითითებები ეროვნულ და რეგიონულ საპატენტო განაცხადებზე, რომლებიც არ არის წარდგენილი ამ ხელშეკრულების მიხედვით;

(vii) “საერთაშორისო განაცხადი” ნიშნავს განაცხადს წარდგენილს ამ ხელშეკრულების მიხედვით;

(viii) მითითებები “განაცხადზე” უნდა გაიგებოდეს როგორც მითითებები საერთაშორისო და ეროვნულ განაცხადებზე;

(ix) მითითებები “პატენტზე” უნდა გაიგებოდეს როგორც მითითებები ეროვნულ და რეგიონულ პატენტებზე;

(x) მითითებები “ეროვნულ კანონზე” უნდა გაიგებოდეს როგორც მითითებები მხარე სახელმწიფოს ეროვნულ კანონზე ან, თუ საქმე ეხება რეგიონულ განაცხადს ან პატენტს, მაშინ როგორც მითითებები ხელშეკრულებაზე, რომელიც უშვებს რეგიონული განაცხადის წარდგენას ან რეგიონული პატენტის გაცემას;

(xi) “პრიორიტეტის თარიღი”, ვადის გამოსათვლელად ნიშნავს:

(a) როდესაც საერთაშორისო განაცხადი შეიცავს პრიორიტეტის მოთხოვნას მე-8 მუხლის მიხედვით იმ განაცხადის წარდგენის თარიღს, რომლის პრიორიტეტიც არის მოთხოვნილი აღნიშნული წესით;

(b) როდესაც საერთაშორისო განაცხადი შეიცავს რამდენიმე პრიორიტეტის მოთხოვნას მე-8 მუხლის მიხედვით, ყველაზე ადრე წარდგენილი განაცხადის წარდგენის თარიღს, რომლის პრიორიტეტიც არის მოთხოვნილი აღნიშნული წესით;

(c) როდესაც საერთაშორისო განაცხადი არ შეიცავს რაიმე პრიორიტეტის მოთხოვნას მე-8 მუხლის მიხედვით, ასეთი განაცხადის საერთაშორისო განაცხადად წარდგენის თარიღს;

(xii) “ეროვნული უწყება” ნიშნავს მხარე სახელმწიფოს ეროვნულ ორგანოს, რომელსაც მინიჭებული აქვს პატენტის გაცემის უფლებამოსილება; მითითებები “ეროვნულ უწყებაზე” აგრეთვე უნდა გაიგებოდეს როგორც მითითებები ნებისმიერ სამთავრობათაშორისო ორგანოზე, რომელსაც რამდენიმე სახელმწიფოს მიერ მინიჭებული აქვს რეგიონული პატენტის გაცემის უფლებამოსილება იმ პირობით, რომ ამ სახელმწიფოებიდან, ერთი მაინც არის მხარე სახელმწიფო და რომ ამ სახელმწიფოებმა ზემოაღნიშნულ ორგანოს მიანიჭეს უფლებამოსილება თავის თავზე აიღოს ვალდებულებები და უფლებების განხორციელება, რომლებიც გათვალისწინებულია ეროვნული უწყებების მიმართ წინამდებარე ხელშეკრულებითა და ინსტრუქციით;

(xiii) “აღნიშნული უწყება” ნიშნავს განმცხადებლის მიერ, ამ ხელშეკრულების I თავის თანახმად, აღნიშნულ ეროვნულ ან სახელმწიფოსთვის მოქმედ უწყებას;

(xiv) “არჩეული უწყება” ნიშნავს განმცხადებლის მიერ, ამ ხელშეკრულების II თავის თანახმად, არჩეულ ეროვნულ ან სახელმწიფოსთვის მოქმედ უწყებას;

(xv) “მიმღები უწყება” ნიშნავს ეროვნულ უწყებას ან სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც წარედგინება განაცხადი;

(xvi) “კავშირი” ნიშნავს საპატენტო კოოპერაციის საერთაშორისო კავშირს;

(xvii) “ასამბლეა” ნიშნავს კავშირის ასამბლეას;

(xviii) “ორგანიზაცია” ნიშნავს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას;

(xix) “საერთაშორისო ბიურო” ნიშნავს ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროს და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაერთიანებულ საერთაშორისო ბიუროს (BIRPI) სანამ ის არსებობს;

(xx) “გენერალური დირექტორი” ნიშნავს ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს და BIRPI -ის დირექტორს, სანამ BIRPI არსებობს.

თავი I

საერთაშორისო განაცხადი და საერთაშორისო ძიე