(1)   სახელმწიფოები – წინამდებარე ხელშეკრულების მხარეები (შემდგომში – მხარე სახელმწიფოები) აფუძნებენ კავშირს გამოგონებების დაცვისათვის განაცხადების წარდგენის, მათზე ძიებისა და ექსპერტიზის ჩატარებისა და სპეციალური ტექნიკური მომსახურების საქმეში თანამშრომლობისათვის. ამ კავშირს ეწოდება საპატენტო კოოპერაციის საერთაშორისო კავშირი.

(2)   ამ ხელშეკრულების არც ერთი დებულება არ უნდა გაიგებოდეს სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის მხარე სახელმწიფოს მოქალაქის ან ნებისმიერ ამ სახელმწიფოში მცხოვრები პირის ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებების შელახვა