(1) ყოველი საერთაშორისო განაცხადი ექვემდებარება საერთაშორისო ძიებას.

(2) საერთაშორისო ძიების მიზანია შესაბამისი ტექნიკის დონის გამოვლენა.

(3) საერთაშორისო ძიება ტარდება გამოგონების ფორმულის საფუძველზე აღწერილობისა და  ნახაზების (თუ ისინი წარდგენილია) შესაბამისი განხილვით.

(4) მე-16 მუხლით მითითებული საერთაშორისო ძიების ორგანო უნდა ეცადოს გამოავლინოს შესაბამისი ტექნიკის დონე იმ სისრულით, რასაც მისი შესაძლებლობები იძლევა, და ნებისმიერ შემთხვევაში გაითვალისწინოს ინსტრუქციით განსაზღვრული დოკუმენტაცია.

(5) (a) თუ მხარე სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობითაა დაშვებული, განმცხადებელს, რომელიც წარადგენს ეროვნულ განაცხადს ეროვნულ უწყებაში ან ასეთი სახელმწიფოსათვის მოქმედ უწყებაში, ამ კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, შეუძლია მოითხოვოს, რომ მის განაცხადზე ჩატარდეს ძიება, რომელიც ანალოგიურია საერთაშორისო ძიებისა (“საერთაშორისო ტიპის ძიება”).

(b) თუ მხარე სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით დაშვებულია, საერთაშორისო ტიპის ძიება შეიძლება ჩატარდეს ეროვნულ უწყებაში ან ასეთი სახელმწიფოსთვის მოქმედ უწყებაში წარდგენილ ნებისმიერ ეროვნულ განაცხადზე.

(c) საერთაშორისო ტიპის ძიება უნდა ჩაატაროს საერთაშორისო ძიებაზე უფლებამოსილების მქონე იმ ორგანომ, რომელიც მე- 16 მუხლით არის მითითებული, თუ ეროვნული განაცხადი საერთაშორისო განაცხადი გახდა და წარდგენილია (a) და (b) ქვეპუნქტებით მითითებულ უწყებაში. თუ ეროვნული განაცხადი შესრულებულია იმ ენაზე, რომელზეც საერთაშორისო ძიების ორგანოს არა აქვს განხილვის შესაძლებლობა, საერთაშორისო ტიპის ძიება უნდა ჩატარდეს თარგმანის მიხედვით, რომელიც განმცხადებლის მიერაა მომზადებული იმ ენაზე, რომელიც დაწესებულია საერთაშორისო განაცხადებისათვის და რომლის მიმართაც საერთაშორისო ძიების ორგანომ აიღო ვალდებულება ცნოს მისაღებად. მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული განაცხადი და თარგმანი უნდა წარედგინოს იმ ფორმით, რომელიც დაწესებულია საერთაშორისო განაცხადებისათვი