(1)(a) საერთაშორისო განაცხადი, საერთაშორისო ძიების ანგარიშთან (რომელიც მოიცავს ნებისმიერ მითითებას მოცემულს 17(2)(b) მუხლის თანახმად) ან 17(2)(a) მუხლით მითითებულ განცხადებასთან ერთად გადაეგზავნება თითოეულ აღნიშნულ უწყებას, როგორც ამას ითვალისწინებს ინსტრუქცია, თუ აღნიშნული უწყება მთლიანად ან ნაწილობრივ უარს არ ამბობს ამგვარ აუცილებელ წესზე.
(b) გადაგზავნილი საბუთები უნდა მოიცავდეს აღნიშნული ანგარიშის ან განცხადების თარგმანს (როგორც დადგენილია).
(2) თუ 19(1) მუხლის თანახმად გამოგონების ფორმულამ განიცადა ცვლილება, გადაგზავნილი საბუთები უნდა მოიცავდეს ან გამოგონების ფორმულის სრულ ტექსტს, როგორც ის იყო წარდგენილი, ისე შეცვლილ მუხლებს; ან უნდა შეიცავდეს ფორმულის სრულ ტექსტს, როგორც ეს იყო წარმოდგენილი და ცვლილების ჩამონათვალს, და 19(1) მუხლით გათვალისწინებულ განმარტებას, თუ ასეთი განმარტება არსებობდა.
(3) მიმღები უწყების ან განმცხადებლის თხოვნით, საერთაშორისო ძიების ორგანომ უნდა გადაუგზავნოს მითითებულ უწყებას ან განმცხადებელს, შესაბამისად, საერთაშორისო ძიების ანგარიშში მითითებული დოკუმენტების ასლები, როგორც გათვალისწინებულია ინსტრუქციი