(1) საერთაშორისო ძიება უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ძიების ორგანოს მიერ, რომელიც შეიძლება იყოს ან ეროვნული უწყება ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, მაგალითად, საერთაშორისო საპატენტო ინსტიტუტი, რომლის მოვალეობაშიც შედის ტექნიკის დონის ძიების დოკუმენტირებული ანგარიშის შედგენა იმ გამოგონებებთან მიმართებაში, რომლებიც განაცხადების ობიექტებია.

(2) თუ ერთიანი საერთაშორისო ძიების ორგანოს დაფუძნებამდე საერთაშორისო ძიების რამდენიმე ორგანო არსებობს, თითოეულმა მიმღებმა უწყებამ (3)(b) პუნქტში აღნიშნული შესაბამისი შეთანხმების დებულებების მიხედვით უნდა მიუთითოს საერთაშორისო ძიების ორგანო ან ორგანოები, რომლებიც უფლებამოსილია ჩაატაროს ძიება ამ უწყებაში წარდგენილ საერთაშორისო განაცხადებზე.

(3) (a) საერთაშორისო ძიების ორგანოებს ნიშნავს ასამბლეა. საერთაშორისო ძიების ორგანოდ შეიძლება დაინიშნოს ნებისმიერი ეროვნული უწყება ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აკმაყოფილებს (c) ქვეპუნქტის მოთხოვნებს.

(b) დანიშვნა ხდება იმ პირობით, რომ არის ეროვნული უწყების ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის თანხმობა და ამ უწყებას ან ორგანიზაციასა და საერთაშორისო ბიუროს შორის დადებულია ხელშეკრულება, რომელსაც ამტკიცებს ასამბლეა. ხელშეკრულებით უნდა განისაზღვრებოდეს მხარეთა უფლებები და მოვალეობები, კერძოდ, ოფიციალური ვალდებულება, რომ აღნიშნული უწყება ან ორგანიზაცია გამოიყენებს და დაიცავს საერთაშორისო ძიების ყველა ზოგად წესს.

(c) ინსტრუქცია აწესებს მინიმალურ მოთხოვნებს, კერძოდ, პერსონალისა და დოკუმენტაციის მიმართ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი უწყება ან ორგანიზაცია დანიშვნამდე და დანიშვნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

(d) დანიშვნა ხდება დროის განსაზღვრული პერიოდით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ამავე პერიოდებით.

(e) ვიდრე ასამბლეა მიიღებს გადაწყვეტილებას ნებისმიერი ეროვნული უწყების ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის დანიშვნის შესახებ ან მისი უფლებამოსილების გაგრძელების შესახებ ან ამ უფლებამოსილების მოქმედების შეწყვეტამდე, ასამბლეა მოუსმენს დაინტერესებულ უწყებას ან ორგანიზაციას და რჩევას სთხოვს 56-ე მუხლში მოხსენებული ტექნიკური თანამშრომლობის კომიტეტს, თუ ეს კომიტეტი უკვე შექმნილი