ოპერატორის მიერ ძებნა-ძიების გეგმის ან მისი დამატების ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში სააგენტომ უნდა გააანალიზოს გეგმა/ან დამატება და გააკეთოს შემდეგი დასკვნებიდან ერთ-ერთი:
ა) ძებნა-ძიების გეგმა შეესაბამება ხელშეკრულებას, საქართველოს კანონმდებლობას, წესებს და ამ წესების მიხედვით დადგენილ სტანდარტებს;
ბ) ძებნა-ძიების გეგმა არ შეესაბამება ხელშეკრულებას, კანონს, წესებს და გარემოს, ტექნიკური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობას, ან ნავთობისა და გაზის რესურსების რაციონალური გამოყენების პრინციპებს, მაგრამ ეს გეგმა შეიძლება მოყვანილ იქნეს შესაბამისობაში მასში კონკრეტული ცვლილებების შეტანის გზი