ძებნა-ძიების გეგმა უნდა შეიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს ამ მუხლის ა) – ზ) ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას, რომლებიც დაგეგმილი საქმიანობიდან გამომდინარე მისაღებია და შეესაბამება ნავთობისა და გაზის ოპერაციების ძებნა-ძიებითი და აღმოჩენის წინა ფაზას :

ა) განსახორციელებელი სამუშაოების აღწერა, ოპერაციების თანმიმდევრობის ჩათვლით, მათი ყველა ძირითადი სამუშაოს შესრულების გრაფიკი (დაწყებიდან – დასრულებამდე), მიწისზედა და მიწისქვეშა ყველა შესაძლო გართულების ანალიზი;

ბ) ძებნა-ძიების გეგმით გათვალისწინებული თითოეული სახის ოპერაციის ხარჯთაღრიცხვა და ამ ხარჯების გაწევის გრაფიკი, მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისათვის;

გ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, როგორც ეს აღწერილია ამ წესების 144-ე მუხლში, თუ ასეთი ანგარიში მანამდე არ იქნა წარდგენილი;

დ) გარემოს დაცვის გეგმა, დაღვრის თავიდან აცილების გეგმის ჩათვლით, რაც დადგენილია წესების 152-ე მუხლში; ტექნიკური უსაფრთხოებისა და გარემოს დაბინძურების აღმკვეთი ზომების აღწერა;

ე) ძებნა-ძიების გეგმის შესასრულებლად განკუთვნილ მიწისზედა ნაგებობის აღწერა;

ვ) ნავთობისა და გაზის ნარჩენების განთავსების გეგმა, რაც დადგენილია 157-ე მუხლში;

ზ) ყველა ცნობილი, კულტურული მემკვიდრეობის, ბუნების და არქეოლოგიური ძეგლებისა და რესურსების განსაზღვრა, რომლებიც მდებარეობენ დასამუშავებელ ფართობზე ან მის მახლობლად და შეიძლება ზემოქმედება განიცადონ ძებნა-ძიებითი ოპერაციების გეგმის განხორციელების დრო