1. ძებნა-ძიების გეგმა უნდა შეიცავდეს შემდეგ ტექნიკურ და გეოლოგიურ ინფორმაციას:

ა) მონაცემებს გოგირდწყალბადის (H2S) არსებობაზე და უსაფრთხოების ზომებს, როგორც აღწერილია ამ წესების 183-ე მუხლში;

ბ) თითოეული ობიექტის გეოლოგიური და გეოფიზიკური პირობების აღწერილობას;

გ) თითოეული ძებნითი ან ძიებითი საპროექტო ჭაბურღილის სავარაუდო ადგილმდებარეობას, ჭაბურღილის სანგრევის, პირისა და საპროექტო სიღრმის აღნიშვნით;

დ) ნახშირწყალბადების პერსპექტიული ბუდობების სავარაუდო ადგილმდებარეობის ამსახველ სტრუქტურულ რუკებს, თითოეული ჭაბურღილის პირისა და სანგრევის მიახლოებითი მდებარეობის მითითებით;

ე) თითოეული საპროექტო ჭაბურღილის სტრატიგრაფიულ ჭრილს, ჭაბურღილის პირიდან მის საბოლოო სიღრმემდე;

ვ) მიწისზედა და მიწისქვეშა ოპერაციების გეგმას, ფართობზე ცნობილი სეისმური პროფილის მითითებით და ინტერპრეტირებულ სეისმურ მონაცემებს წარდგენილი საპროექტო ჭაბურღილისათვის;

თავი XIV

სააგენტოს დასკვნა ძებნა-ძიების გეგმის შესაბამისობაზე ან შეუსაბამობა