თუ სააგენტომ ძებნა-ძიების გეგმა ცნო შეუსაბამოდ ხელშეკრულებასთან, კანონთან, წესებთან და მიღებულ სტანდარტებთან, (44-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაშინ შეიძლება ეს გეგმა განმეორებით იქნეს წარდგენილი სააგენტოში ცვლილებების გარეშე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა ის პირობები ან საქმიანობა, რომლის საფუძველზეც სააგენტომ გამოიტანა შეუსაბამობის დასკვნა. სააგენტომ განმეორებით უნდა გააანალიზოს გეგმა და გამოიტანოს ახალი დასკვნა 44-ე მუხლის შესაბამისად, გეგმის განმეორებით წარდგენიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაშ