1. ნავთობისა და გაზის აღმოჩენიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში ოპერატორმა უნდა წარუდგინოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინება ასეთი აღმოჩენის შესახებ და მასთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია, ამ ინფორმაციის ანალიზის მიმოხილვის და ჭაბურღილების გამოცდის პროგრამის დეტალური აღწერის ჩათვლით. თუ ოპერატორი საჭიროდ ჩათვლის ჭაბურღილის გამოცდის პროგრამის ჩატარებას, ის, შეძლებისდაგვარად, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) პროდუქტიულობის მახასიათებლებს;

ბ) ფლუიდების შემადგენლობას;

გ) კოლექტორის გეოლოგიურ მახასიათებლებს.

2. ოპერატორმა შეიძლება გადაწყვიტოს დამატებითი საძიებო ჭაბურღილების გაბურღვა, შეფასების პროგრამის განხორციელებამდე ან მანამდე, სანამ გადაწყვეტს, არის თუ არა აღმოჩენა კომერციულ