შეფასების ყველა გეგმა უნდა შეიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს ამ მუხლის ა) - ლ) ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას:
ა) იმ სამუშაოების აღწერილობა, რომელიც ხორციელდება შეფასების გეგმით განსაზღვრულ თითოეულ ეტაპზე, სამუშაოების ჩატარების თანმიმდევრობის ჩათვლით, მათი ყველა ძირითადი სახის ოპერაციის გრაფიკი დაწყებიდან დამთავრებამდე, მიწისზედა და მიწისქვეშა ყველა შესაძლო გართულების ანალიზს;
ბ) თითოეული შესაფასებელი საპროექტო ჭაბურღილის სავარაუდო ადგილმდებარეობას, ჭაბურღილის სანგრევის, პირისა და საპროექტო სიღრმის აღნიშვნით;
გ) შეფასების გეგმით გათვალისწინებული თითოეული სახის ოპერაციის ხარჯთაღრიცხვას და ამ ხარჯების გაწევის გრაფიკს, მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისათვის;
დ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს, როგორც ეს აღწერილია 144-ე მუხლში, რომელიც უნდა შეიცავდეს მხოლოდ ახალ ან დაზუსტებულ მონაცემებს;
ე) ტექნიკური უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის გეგმა, როგორც ეს აღწერილია ამ წესების კარში, რომელიც უნდა შეიცავდეს მხოლოდ ახალ ან დაზუსტებულ მონაცემებს;
ე) ტექნიკური უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის გეგმა, როგორც ეს აღწერილია ამ წესების X კარში, რომელიც უნდა შეიცავდეს მხოლოდ ახალ ან დაზუსტებულ მონაცემებს;
ვ) გარემოს დაცვის გეგმას, დაღვრის ლიკვიდაციის გეგმის ჩათვლით, როგორც აღწერილია ამ წესების 147-ე მუხლში, რომელიც უნდა შეიცავდეს მხოლოდ ახალ ან დაზუსტებულ მონაცემებს;
ზ) შეფასების გეგმის შესასრულებლად განკუთვნილი ნაგებობების საერთო აღწერილობას, რომელიც უნდა შეიცავდეს მხოლოდ ახალ ან დაზუსტებულ მონაცემებს;
თ) ოპერაციების ჩატარებისათვის საჭირო საბურღი დაზგისა და მოწყობილობის ზოგად აღწერილობას, რომელიც უნდა შეიცავდეს მხოლოდ ახალ ან დაზუსტებულ მონაცემებს;
ი) ბურღვის პროგრამის აღწერას, საბურღი ხსნარების ჩამონათვალთან ერთად;
კ) ნავთობისა და გაზის ნარჩენების განთავსების გეგმას, როგორც ეს განსაზღვრულია წესების 157-ე მუხლის მიხედვით;
ლ) მონაცემებს გოგირდწყალბადის (H2
S) არსებობის შესახებ და უსაფრთხოების ზომებს, როგორც ეს აღწერილია ამ წესების 183-ე მუხლში და რომელიც უნდა შეიცავდეს მხოლოდ ახალ ან დაზუსტებულ მონაცემებს.
სააგენტოს დასკვნა შეფასების გეგმის შესაბამისობაზე ან შეუსაბამობა