ოპერატორის მიერ შეფასების გეგმის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში სააგენტომ უნდა გააანალიზოს იგი და გააკეთოს შემდეგი დასკვნებიდან ერთ-ერთი:
ა) შეფასების გეგმა შეესაბამება ხელშეკრულებას, კანონს, წესებს და ამ წესების მიხედვით მიღებულ სტანდარტებს;
ბ) შეფასების გეგმა არ შეესაბამება ხელშეკრულებას, კანონს, ამ წესების დებულებებს, საქართველოს კანონმდებლობას გარემოს, ტექნიკური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ან ნავთობისა და გაზის რესურსების რაციონალური გამოყენების პრინციპებს; თუმცა ეს გეგმა შეიძლება მოყვანილ იქნეს შესაბამისობაში მასში კონკრეტული ცვლილებების შეტანის გზი