მუხლი 11. პირებისა და საგნების ძებნა მათი ადგილმდებარეობის დასადგენად
თავი III — თანამშრომლობის სახეები
1. მიღებული მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა აუცილებელ ღონისძიებას ძებნისადმი დაქვემდებარებული პირების ან/და საგნების, მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, გემებისა და საჰაერო ხომალდების, ადგილმდებარეობის დასადგენად.
2. ძებნისადმი დაქვემდებარებული პირების ან/და საგნების, მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, გემებისა და საჰაერო ხომალდების, ადგილმდებარეობის დასადგენად საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს მიერ გაგზავნილი მოთხოვნის საფუძველზე საზღვარგარეთის ქვეყნის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო ახორციელებს თავისი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3945 - ვებგვერდი, 15.07.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 08.07.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (22.10.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 11. პირებისა და საგნების ძებნა მათი ადგილმდებარეობის დასადგენად 1. მიღებული მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა აუცილებელ ღონისძიებას ძებნისადმი დაქვემდებარებული პირების ან/და საგნების, მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, გემებისა და საჰაერო ხომალდების, ადგილმდებარეობის დასადგენად. 2. ძებნისადმი დაქვემდებარებული პირების ან/და საგნების, მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, გემებისა და საჰაერო ხომალდების, ადგილმდებარეობის დასადგენად საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს მიერ გაგზავნილი მოთხოვნის საფუძველზე საზღვარგარეთის ქვეყნის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო ახორციელებს თავისი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს.
მუხლი 17. უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნა— საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და თანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონი „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“, მუხლი 11, №1441-Iს, 04.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 480140000.05.001.017190 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2048477/muxli-11/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია