ყველა ოპერატორმა უნდა მოამზადოს და წარადგინოს ძებნა-ძიების, შეფასების და დამუშავების კვარტალური ანგარიში, საანგარიშო კვარტალის მეორე მომდევნო თვის 16 რიცხვამდე. ძებნა-ძიების, შეფასებისა და დამუშავების კვარტალური ანგარიში უნდა შეიცავდეს კვარტალის განმავლობაში ჩატარებული ძებნა-ძიების, შეფასებისა და დამუშავების ოპერაციების აღწერის შემცველ დოკუმენტურ მოხსენებას, ისევე როგორც, შეზღუდვების გარეშე, ყველა შესრულებული ოპერაციის შედეგებსა და ძებნა-ძიების, შეფასების და დამუშავების ყველა იმ ოპერაციის აღწერას, რომელიც კვარტალის ბოლოს ჯერ კიდევ განხორციელების პროცესშია. ანგარიშში მოყვანილი ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად ექვსი (6) წლის განმავლობაში ან ხელშეკრულების შეწყვეტამდ