1. ყველა ოპერატორმა უნდა მოამზდოს და წარადგინოს უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი შემთხვევის ანგარიში, ასეთი შემთხვევიდან 24 საათის განმავლობაში. ანგარიში უნდა შეიცავდეს სულ ცოტა შემდეგ ინფორმაციას:

ა) შემთხვევის თარიღს, დროსა და ხასიათს;

ბ) დაზიანებული პირის ან პირების ვინაობას, მისამართს და ტელეფონის ნომერს;

გ) იყო თუ არა დაზარალებული პირი(ები) ოპერატორის, მისი მენარდეს თუ ქვემენარდეს თანამშრომელი, ან პირი, რომელსაც არ ჰქონდა კავშირი ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან;

დ) შემთხვევის რეაგირებაზე და შესწავლაზე პასუხისმგებელი პირის სახელს, მისამართს და ტელეფონის ნომერს (სამსახურის, სახლის და მობილურის);

ე) ოპერატორისათვის ცნობილი თითოეული პოტენციური მოწმის სახელს, მისამართს და ტელეფონის ნომერს.

2. ოპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუმატოს ანგარიშს დამატებითი ინფორმაცია მისი მიღებისთანავ