ყველა ოპერატორმა უნდა მოამზადოს და წარადგინოს სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოების საბოლოო ანგარიში კონკრეტულ ჭაბურღილთან ან ნაგებობასთან დაკავშირებული სალიკვიდაციო და/ან აღდგენითი სამუშაოების დამთავრებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. ანგარიში უნდა შეიცავდეს სამუშაოების, მათ შორის ლიკვიდაციაზე ნებართვის განაცხადში აღნიშნული, ან ამ წესებით მოთხოვნილი სამუშაოების აღწერას ან 88-ე მუხლის შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემული ლიკვიდაციის ნებართვის პირობით მოთხოვნილი სამუშაოების შედეგების აღწერა