1. ყველა ოპერატორმა უნდა წარადგინოს მნიშვნელოვანი ეკოლოგიური შემთხვევის შესახებ ანგარიში შემთხვევიდან 24 საათის განმავლობაში. ანგარიში უნდა შეიცავდეს სულ ცოტა შემდეგ ინფორმაციას:

ა) შემთხვევის თარიღს, დროს, ხასიათს და სავარაუდო გამომწვევ მიზეზს;

ბ) პოტენციური მოწმეების ვინაობას, მისამართს და ტელეფონის ნომრებს;

გ) შემთხვევის ლიკვიდაციაზე და შესწავლაზე პასუხისმგებელი პირის სახელს, მისამართს და ტელეფონის ნომერს (სამსახურის, სახლის და მობილურის).

2. თუ შემთხვევის შედეგად ადგილი ექნა ისეთი მავნე ნივთიერებების გამოშვებას, რომლებიც პოტენციურ საშიშროებას უქმნის ადამიანებს, საკუთრებას და გარემოს, მაშინ ანგარიში უნდა განსაზღვრავდეს გამოშვებული ნივთიერებების ტიპს, მათ საშიშროებას ან პოტენციურ საშიშროებას. ანგარიშში ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს შემთხვევის ლიკვიდაციის დაგეგმილი ზომები. ოპერატორი ვალდებულია მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ დაუმატოს დამატებითი ინფორმაცია ანგარიშ