1. ოპერატორი ვალდებულია მოამზადოს და წარადგინოს გეოლოგიური და გეოფიზიკური სამუშაოების კვარტალური ანგარიში საანგარიშო კვარტალის მომდევნო მეორე თვის 16 რიცხვამდე. გეოლოგიური და გეოფიზიკური სამუშაოების კვარტალური ანგარიში უნდა შეიცავდეს დოკუმენტურ მოხსენებას კვარტალის განმავლობაში ჩატარებული ყველა გეოფიზიკური სამუშაოს აღწერით, ისევე როგორც, შეზღუდვების გარეშე, ყველა საწარმოო გამოკვლევის შედეგებსა და მიღებულ და დამუშავებულ სეისმურ მონაცემებს. ანგარიშში მოყვანილი ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად ექვსი (6) წლის განმავლობაში ან ხელშეკრულების შეწყვეტამდე.
2. ოპერატორმა უნდა ჩაიწეროს სახელშეკრულებო ფართობთან დაკავშირებული გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემები, აგრეთვე საკონტრაქტო ფართობთან დაკავშირებული სხვა მონაცემები, მისი საწყისი ფორმით ან მაგნიტურ ფირებზე ციფრობრივი ფორმით, შემდგომი სარგებლობის მიზნით. ასეთი მონაცემების მიღებისთანავე, ოპერატორმა უნდა გადასცეს სააგენტოს ყველა ამ მონაცემის და ინფორმაციის ასლი, კაროტაჟული დიაგრამებისა და ჭაბურღილის მონაცემების ჩათვლი