შემოსავლების ყოველმა გადამხდელმა უნდა შეადგინოს და აწარმოოს ზუსტი და სრული დოკუმენტაცია, რომელშიც ნაჩვენები და განსაზღვრული იქნება:

ა) ნავთობის, გაზის, თანმომყოლი ნახშირწყალბადების და სამრეწველო მნიშვნელობის მქონე სხვა ნაერთების მოპოვება და განაწილება;

ბ) ასეთი ნივთიერებების გაყიდვა ან გაცვლა;

გ) მათი გაყიდვის ან გაცვლის შედეგად მიღებული შემოსავლების განაწილება;

დ) ყველა სხვა ანგარიშსწორება, ფულის ან სხვა ფასეულობის მიწოდება ხელშეკრულების ან სხვა შეთანხმებების შესაბამისად, რომელიც გაფორმებულია სახელმწიფოსთან ან სახელმწიფოს სახელით მოქმედ უწყებასთა