ამ წესებით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი ან დოკუმენტის ასლი, უნდა ინახებოდეს საქართველოში. ამ კარის შესაბამისად, დოკუმენტაციის შედგენასა და შენახვაზე პასუხისმგებელი პირები ვალდებული არიან, რომ ეს დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი გახადონ შემოწმებისათვის. დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს ოპერატორის, შემოსავლების გადამხდელის ან სხვა პირის დაწესებულებაში სამუშაო საათების განმავლობაში, სააგენტოს წერილობითი თხოვნის საფუძველზე. ოპერატორებს, შემოსავლების გადამხდელებსა ან სხვა პირებს უნდა მიეცეთ საკმარისი დრო საარქივო დოკუმენტების წარსადგენად. სააგენტოს არ მოეთხოვება წერილობითი შეტყობინების წარდგენა დოკუმენტაციის გამოსათხოვად, თუ მას აქვს საფუძველი ჩათვალოს რომ: დოკუმენტაცია განადგურდა ან ნადგურდება, მიიჩნევა უსარგებლოდ კონტრაქტორის მიერ, დოკუმენტაცია შეიძლება დაიმალოს ან გატანილ იქნეს საქართველოდან

თავი LXVI

ანგარიშგე