1. პლატფორმის ექსპლუატაციის მთელი ვადის განმავლობაში ოპერატორმა უნდა აწარმოოს, შეინახოს და წარუდგინოს სააგენტოს საზღვაო პლატფორმების და კონტრუქციების უსაფრთხოების დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს სამუშაო ნახაზებს, საპროექტო ვარაუდებს და ანალიზს, რაც დადგენილია 213-ე მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტით; ასევე პლატფორმების მშენებლობის დასრულების შემდგომ სერტიფიკაციასთან დაკავშირებულ გამოცდისა და შემოწმების მოკლე შინაარსს, წესების 215-ე მუხლის შესაბამისად.

2. ოპერატორმა უნდა მისცეს სააგენტოს სახელშეკრულებო ფართობზე მდებარე ყველა პლატფორმის, ხელოვნური კუნძულისა და სხვა ნაგებობების ინსპექტირების შესაძლებლობა. სააგენტომ დროულად უნდა აცნობოს ოპერატორს დაგეგმილი ინსპექტირების თაობაზე, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს სათანადოდ დაგეგმოს სააგენტოს ინსპექტორების ტრანსპორტირების გრაფიკი საზღვაო ნაგებობებზე.

კარი XII

დოკუმენტაცია და ანგარიშგება

თავი LXIV

დოკუმენტაციისა და ანგარიშგების ზოგადი დებულებე