თუ მე-4 მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ზღვის პლატფორმის ან კონსტრუქციის აგებამდე ან აწყობამდე ოპერატორმა სააგენტოში დასამტკიცებლად უნდა წარადგინოს ყველა პლატფორმის ან ნაგებობების კონსტრუქციის მთლიანობისა და სამუშაოების წარმოების უსაფრთხოების გეგმა („უსაფრთხოების საქმე“). „უსაფრთხოების საქმეში“ უნდა იყოს განსაზღვრული, საშიშროების წინასწარი დადგენის, შეფასებისა და გადაწყვეტის გზები. ამ წესებისა და კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს განსახილველად და დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს პლატფორმის ან კონსტრუქციის დეტალური სტრუქტურული სქემა. „უსაფრთხოების საქმე“ არის ოპერატორის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც ინახება პროექტის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ეს დოკუმენტი ადგენს და დაწვრილებით აღწერს უსაფრთხოების ყველა სისტემას, პოტენციურ პრობლემას და მათ გამოსასწორებლად გატარებულ ღონისძიებებ