პლატფორმაზე მუშაობის დაწყებამდე (პლატფორმის მშენებლობის ან მოსამზადებელი სამუშაოების გარდა), ოპერატორმა უნდა წარმოადგინოს ახალი პლატფორმის და კონსტრუქციის სტრუქტურული გეგმა და სპეციფიკაცია, იმ ძირითადი მოდიფიკაციების ჩათვლით, რომლებიც განსაზღვრულია წესების მე-15 მუხლით ან 213-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტით. აღნიშნული გეგმა მშენებლობის დაწყებამდე უნდა იქნეს განხილული, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ სერტიფიცირებული შესაბამისი უწყების ან ორგანოს მიერ კონსტრუქციის გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებლებთან შესაბამისობის დასადგენად. ოპერატორმა უნდა წარადგინოს ასეთი სერტიფიკატი სააგენტოშ