1. I დანართის 16(4) და (5) მუხლისთვის ზიანის მიყენების გარეშე, EUR.1 გადაადგილების სერთიფიკატი გაიცემა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის სახელმწიფოს ან ტუნისის საბაჟო უწყების მიერ, თუ პროდუქტი ჩაითვლება წარმოშობილად ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის სახელმწიფოში ან ტუნისში, კუმულაციის გამოყენებით, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე დანართის მე-2 და მე-3 მუხლებით და თუ ისინი ასრულებენ I დამატებით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

2. I დანართის 21(2) და (3) მუხლისთვის ზიანის მიყენების გარეშე, წარმოშობის დეკლარაცია შედგენილ იქნება, თუ შესაბამისი პროდუქცია ჩაითვლება წარმოშობილად ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის სახელმწიფოში ან ტუნისში, კუმულაციის გამოყენებით, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე დანართის მე-2 და მე-3 მუხლებით თუ ისინი ასრულებენ I დამატებით დადგენილ სხვა მოთხოვნებ